პოეზია ლია სტურუას აზრით, არ არის ნირვანა,სულიერი ნეტარება, არც კომფორტის იმიჯის საგანი. არ არის ის, რაც შეიძლება, მოიხმარო და რითაც შეიძლება, ობივატელურ საზოგადოებას თავი მოაწონო.
პოეზია ასევე არ არის “ბრძოლა” იმ გაგებით, რომლითაც მას პოეზიის დანიშნულებაზე დაფიქრებული კლასიკოსები განმარტავდნენ (ერის წინამძღოლობა ან გარემოების საყვირობა, როგორც ილიას და აკაკის მიაჩნათ)
პოეზია (პოეტობა), ლიას აზრით, არის ტანჯვა – ტანჯვა არა შრომით ან ბრძოლით, არა ფიზიკური, არამედ სულიერიტკივილებით, არა საზოგადოებრივი იდიალებით, არამედ საკუთარი ფსიქოლოგიური მდგომარეობით.
პოეტი პოეტობის მსურველს ჰპირდება არა დაჰნის ან ეკლის გვირგვინს ,არამედ მწარე, უმწარეს მომავალს:
“საწამლავს მოგიხარშავ
ნაღვლისგან, ცუდი ანალიზებისაგან”…
აქ, მართლაც , გვახსენდება გურამ ასათიანის “I დიალოგი” , რომლითაც მთავარ გმირს , ახალგაზრდა ქართველ კრიტიკოსს, ეშმაკი მზაფრ სითხეს ასმევს.
ეს სითხე შემეცნებითი სითხეა, რომელიც სიმბოლურად მიუთითებს შემეცნებით, სიმართლით, გრზნობებით, ტკივილებით ცხოვრების სიმწარეზე. “დამწუხრებულ სინაზე”, წითელსაღებავიანი ვედრო წარწერით “კუპრი” ცხოვრების ჯოჯოხეთად ქცევას მოასწავებს. პოეზია , პოეტის აზრით უპირველეს ყოვლისა , სულიერი ტვირთია.უშეღავათობა , ტკივილების პირისპირ ყოფნა , ღია ჭრილობით ცხოვრება თანამედროვე პოეტების ხვედრია, რომელზეც თვით ეს პოეტები (ბ.ხარანაული, შ.ჩანტლაძე) ხმამაღლა ლაპარაკობენ. ისინი სამყაროს არ აფერადებენ , მას ხედავენ ისეთს როგორიც არის ტანჯვისა სა სიხარულის მიზეზს რეალობაში პოულობენ.
პოეტობა ბედისწერაადა , რა თქმა უნდა , ვერავის ურჩევ , უნდოდეს თუ არა იგი.შეკითხვა – “გინდა პოეტობა?” რომლითაც ავტორი პოეტობის მაძიებელ ადამიანს მიმართავს , ემოციურ მუხტს ქმნის.
პოეტობა ბედისწერაადა , რა თქმა უნდა , ვერავის ურჩევ , უნდოდეს თუ არა იგი- მართალია , ყველას არ შეუძლია იყოს პოეტი
rcheulta xvedria
კარგი თემაა.ძალიან დამეხმარა.
მიხარია :):)
მოკლე და მრავლისმთქმელი თემაა.მადლობა.
არაფრის 🙂