Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘Uncategorized’ Category

tumblr_n3x4kktqe81tp0a3so1_500.gif   როცა ოთახი სავსეა უშენობით, ჰაერზე მეტი სევდაა დაგუბებული, სულის ტკივილამდე მივდივარ და ვერაფერს ვუხერხებ საკუთარ თავს… კარს აწყდება ათასი ფიქრი, ოღონდ ყველა შავთეთრი და რუხია, კუპრისფერია და ტკივილნარევი. მახველებს და აღარ ჩერდება ეს ოხერიც, მაიძულებს რომ ვისუნთქო, რომ არ გავიგუდო, არ მინდა სუმთქვა, არ მინდა არაფერი, არაფერი არ მინდა უშენოდ.. მე ხომ შენთვის ვცოცხლობდი, ვსუნთქავდი, ვიღიმოდი და ვწერდი…
აღარ მინდა, გათენება, ჩიტეების სტვენა, იმიტომ რომ დავყრუვდი და დავბრმავდი. გავიყინე. რატომ უნდა გადაგჩვეოდი? რატომ უნდა დამეკაეგე, შენ ხომ ჩემი პოეტი იყავი, ჩემი ღიმილის პოეტი, ჩემი ბედნიერების ზღვა და დაუსრულებელი სიფერადე..

   ამიტომ მგონია დღეს, რომ ყველაფერი ტყუილია დედამიწაზე, რომ ადამიანები თავს იტყუებენ ყოველ დღე, რომ ვითომ უყვართ…. ყველაფერი ერთი დიდი სიცრუეა და არარაა..

Advertisements

Read Full Post »

“დეკემბერი დადგაო და ცამ იცვალა ფერიიიიიიიიი”♪♫♪♪♫♪

ზამთარი მხოლოდ იმიტომ მიყვარს , რომ დიდი გულისფანცქალით ველი ხოლმე ახალწელს და შობას :))))

 

 

 

 

 

 

ახალი წელიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი :)))))))))))

და აიიი ჩემი სიმღერააააააააც

Read Full Post »

    რა არის წიგნი? წიგნი აზრთა კრებულია, წიგნი ფაქტების გადმოცემის საშუალებაცაა, წიგნი ისაა, რისი წაკითხვაც შეიძლება. წიგნის საშუალებით ღრმავდება ცოდნა, ივსება აზროვნება, ფართოვდება შესაძლებლობები, იკვრება კავშირები, ყალიბდება ჭეშმარიტება. წიგნი კიდევ ისაა, რისი სრულად განსაზღვრებაც შეუძლებელია. წიგნი პატარა ცხოვრებაა, უკვე განვლილი ან მიმდინარე ცხოვრება, რომელსაც იმ ასოების ყოვლისშემძლე არმია ჰქმნის. ასოები კი თავის მხრივ, ერთიანდებიან უფრო მყარ და ჩამოყალიბებულ კავშირში, რომლებსაც ადამიანები სიტყვებს ვუწოდებთ. სიტყვას კი უდიდესი ძალა აქვს.
ესე იგი, რა ყოფილა წიგნი? წიგნი ყოფილა ის, რასაც ვაკვირდებით, ვსწავლობთ და რაც გვეხმარება ცხოვრებაში. რა შეიძლება ადამიანმა შეადაროს წიგნსი წიგნს ვერ შეედრება ვერც ფილმი და ვერც სპექტაკლი. წიგნი ერთადერთი სულიერია, რომელსაც უსულო საგნებს მივაკუთვნებთ. წიგნი ცოცხალი ორგანიზმია. თუ ეს ასე არ არის, მაშინ რით აიხსნება ის ფაქტი, რომ ყოველი წაკითხვისას ახალ აღმოჩენას ვაკეთებთი არ არსებობს ერთი წიგნი მეორედ წაკითხივსას ისევე აღიქვა, როგორც პირველჯერზე. წიგნი ცოცხალი ორგანიზმია.
ისეთივე ცოცხალი და ისეთივე შეუცნობელი, როგორიც ადამიანია. მხოლოდ ადამიანი თუ შეედრება წიგნს. ადამიანიც ხომ სხვადასხვა ჟანრისაა, ადამიანიც ხომ ყოველი წაკითხვისას და ყოველი მოქმედებისას სხვადასხვანაირად გვევლინება ადამიანსაც ხომ არ ყოფნის ერთი წაკითხვაი დიახ, ადამიანი იგივე წიგნია, წიგნი, რომლის ავტორიც გენიოსია, რომლის ავტორსაც უდიდესი შესაძლებლობები აქვს. სწორედ ადამიანია ნებისმიერი წიგნის შექმნის წინაპირობა, სწორედ ადამიანისთვის იქმნება ყოველი წიგნი, ისევე, როგორც ადამიანისთვის იქმნება ყოველივე ადამიანი..

ვტორი:TazZ

Read Full Post »

      ვაჟა-ფშაველას –  “სიმღერა”  ავტორი ლექსის პირველ ნახევარში საუბრობს თავის თავზე და სიმდიდრეზე , ის გვეუბნევა,  რომ შეუმოსავი და ფეხშიშველაა იმ თონეშია გამომცხვარი სადაც მისაებრ სხვა ბევრი გამომცხვარა მისი მოდგმა სიღარიბითაა ცნობილი ,  მაგრამ  ვაჟას თავისი თავი მდიდარი გონია . მას ეამაყება მთა ბარი, ვარსკვლავები, მთვარე, მისი სიყვარული შემოუსაზღვრელია . იგი ყველაზე და ყველაფერზეა შეყვარებული . ია ვარდი და პირიმზე კი მისთვის სამოთხედაა ქცეული.

ლექსის  მეორე ნახევარში ვაჟა საუბრობს თავის მოვალეობაზე თუ რა როლი აკისრია მას ერის წინაშე . ის თავის თავს “ხარს” ადარებს , რადგან ხარი ძლიერი შეუდრეკელი ბრძოლის უნარით აღსავსე ა, ავტორი ამბობს რომ მან ხარივით ხმამაღლა უნდა იყვიროს ხალხში თავისი სათქმელი . მისი გული პატრიორიზმით არის   აღვსილი  მას ძილშიაც არ ავიწყდება სამშობლოზე ფიქრი და  სულ იმას გაიძახის “ღმერთო სამშობლო მიცოცხლე” -ო! იგი მუდამ განიცდის ერის ტკივილს  და მათ გამო დიდად წუხს . ვაჟა კმაყოფილია იმით რაც აქვს და სხებსაც უზიარებს  , ის ყოველთვის  სიკეთეს ჩადის და არასოდეს არ უგვიანებს სიკეთეს არავის , ყოველთვის იქცევა ისე რომ სხვას გული არ ატკინოს !

აქედან დასკვნა : ავტორი მუდამ უნდა იყოს  ხარივით ძლიერი , უშიშარი თავის სათქმელს ყველასგან დაუფარავად უნდა ყვიროდეს ხალხში, ერის ტკივილს უნდა იზიარედეს , გასცემდეს სიკეთეს  და ბოლოს რაც მთავარია ძილშიაც არ უნდა ასვენებდეს სამშობლოზე ფიქრი!

Read Full Post »

“პოეზია თამაშია… პირველი პოეტი-პერფორმერები – ბერძენი აედები, რომლებიც ცეკვა-სიმღერით ლექსავდნენ, რას იფიქრებდნენ, რომ ოდესმე პოეზია ასეთი ტვინის ჭყლეტის ობიექტი იქნებოდა. ისინი ცხოვრობდნენ თავიანთივე ნამღერ პოეტურ კონტექსტში და ამაში “კაიფს” იჭერდნენ. ეგ იყო და ეგ. 10-იან წლებში ავანგარდისტების მიერ შემოგდებული “ფსიქიკური ავტომატიზმის” პრინციპი რეალურად დიდი ხნის წინ ანტიკურ ცივილიზაციაში განხორციელდა, როცა ღვინისა და გარუჯული ბერძენი ნაშების თანხლებით ექსპრომტად იმღერებოდა ლექსები” – ეს სიტყვები ერთ-ერთ თანამედროვე ქართველ პოეტს, პაატა შამუგიას ეკუთვნის.
ძნელია იმის მიჩნევა, რომ თითქოს თანამედროვე ქართველ პოეტთა უმრავლესობა პოეზიის არსს ასე იაზრებს, მაგრამ შემთხვევითი არაფერია… პოეზია თამაში რომ არის და ამქვეყნიური ნორმა-ჩარჩოებისგან დამოუკიდებელი თავისუფალი სივრცე-სამყარო და თან დამოკიდებული სალექსო ჩარჩოებზე, პოეზია რომ ქაოსია და სიტყვათა ფერხული, რომლის დროსაც როგორც გინდა, სიტყვებს ისე აბურთავებ – ამ ყველაფერზე საუკუნეების განმავლობაში არაერთი რამ თქმულა.
საინტერესოა, როგორია თანამედროვე ქართული პოეზია და რამდენად ღირებულია ის.
ქართულ ლიტერატურულ წრეებში დომინაირებს აზრი, რომ საქართველოს დღეს არა ჰყავს ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტები, რადგან ასეთები თითზე ჩამოსათვლელადაც ცოტაა. ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ ქართული პოეზია საერთოდ ახალ საფეხურზე ადის და ამის შეფასებას უბრალოდ წლები სჭირდება. სახელდობრ, რომელია და რა საფეხურია – ჯერ არ კონკრეტდება.
რატი ამაღლობელი, ნიკა ჯორჯანელი, შოთა იათაშვილი, გაგა ნახუცრიშვილი, ზვიად რატიანი, პაატა შამუგია, დიანა ანფიმიადი…
ეს იმ პოეტთა არასრული სიაა, რომლებზეც თანამედროვე ქართულ პოეზიაზე საუბრისას აუცილებლად, ავად თუ კარგად მსჯელობენ ხოლმე. გთავაზობთ რამდენიმე ნიმუშს მათი შემოქმედებიდან.
 რატი ამაღლობელი
“ისევ მაისობს სამაიის იასამანი,
მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება.
დავტოვე ჩემი მწუხარების მყუდრო სავანე,
ისევ მაისობს სამაიის იასამანი.
ღმერთო! სამშვინველს გაზაფხულის მიეც დიდება
და ბროწეულის ბაღებისკენ გზები სავალი.
მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება,
ისევ მაისობს სამაიის იასამანი”.
შოთა იათაშვილი
“მე ავიბლანდე შენს დასავარცხნ თმაში,
ხოლო შენ თავი გადაიპარსე და წახვედი
და მე ძლივს გადავურჩი
საპარიკმახეროს დამლაგებლის დიდ ცოცხს.
რამდენიმე წლის შემდეგ,
მე ჩამოვეკიდე
შენს ერთ, უკვე წამოზრდილ ნაწნავს,
ხოლო შენ ადექი და სულ მეორე ნაწნავით მცემე”.
 ზვიად რატიანი
“როდესაც მცივა,
მე ვიზრდები,
ვხდები უსასრულო და თვლა აღარა აქვს
ჩემს ხელებს, ჩემს მუხლებს, ჩემს თვალებს
და ვასრულებ მოძრაობებს,
რომლებიც არც კი დასიზმრებია სხეულს.
როდესაც მცივა,
ბრმავდება სამყარო და შემიძლია უტიფრად მივაჩერდე
დავსებულ თვალებში,
ჩემი ხელები კი იზრდებიან, სცივათ და იზრდებიან, იტო-
ტებიან,
როგორც ქუჩები, ედებიან მთელ ქალაქს, მთელ სამშობლოს,
მთელ დედამიწას და თოვს.”

  ნიკა ჯორჯანელი

“თუმცა ცხოვრება ფრინველივით კორტნიდა ჩემ ხორცს,
ქორივით მოგდევ, გეფიცები – თავს ვერ დააღწევ!
მე დაგეწევი, სიყვარულზე ლექსებით შემკულს,
რომ წაგაქციო მწვანე ბალახზე.
როგორც არ უნდა იღერებდე ყელს სხვის წინაშე, მე შენი
ყოფნის გლუვ ქსოვილზე ვტოვებ ნაკეცებს.
მე შენზე ვმღერი ამ ლექსშიაც, ამის წინაშიც.
და სხვისი ლექსის ტევრშიც დაგეძებ”.
იმის შესახებ, თუ როგორია თანამედროვე ქართული პოეზია, რამდენიმე ლიტერატორ-კრიტოკოსს ვესაუბრეთ.
სოსო სიგუა: “თანამდროვე ქართულ პოეზიაში მე ვგულისხმობ ახალ თაობას. ახალ თაობაში კი შედის 40 წელს დაბლა ვინც არიან. მათ უარყვეს ქართული ლექსისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ესთეტიკა; უარყვეს ის სალექსო ფორმები, რომლითაც არსებობდა დიდი ქართული პოეზია. ჩემთვის გასაგებია, რომ ახალგაზრდები ეძებენ გზას, რითაც ცდილობენ, გაამდიდრონ თანამედროვე ხედვა. მაგრამ ეს ახალი ხედვა მაშინ არის გამართლებული, როდესაც არ სცილდება ესთეტიზმს, როცა არ გავა ლიტერატურულობიდან. მარტო ის, რომ შემოიტანო პორნოგრაფია, პათოლოგია, ბილწსიტყვაობა – ორიგინალობა არ არის, ისევე, როგორც ჩაცმის ორიგინალურ სტილად არ ითვლება ის, რომ რუსთაველის გამზირზე ვინმემ ტიტველმა გაიაროს. ეს სენსაცია არ განეკუთვნება ხელოვნების სფეროს; შეიძლება უფრო ფსიქიკის პრობლემად მივიჩნიოთ, რაც ლიტერატურას ნაკლებად აინტერესებს.
ლიტერატურას აქვს თავისი მკაცრად განსაზღვრული ჩარჩოები, რომლებიც გულისხმობს პოეტიკასა და ესთეტიკას. და თუ გინდა, რომ მწერალი იყო, ამ ჩარჩოში უნდა ჩაეტიო ისევე, როგორც კომპოზიტორი, მხატვარი და სხვა რომელიმე დარგისა და ჟანრის ხელოვანი. ყველა უნდა იცავდეს იმ კანონებსა და წესებს, რომელშიც მოქცეულია. ხელაღებით ყველაფრის უარყოფა შეიძლება, მაგრამ ეს არ იქნება ინტელექტუალური უარყოფა, ინტელექტუალური დაძლევა ტრადიციებისა.
ინტელექტუალური დაძლევა ტრადიციებისა არის, მაგალითად, როგორც გალაკტიონ ტაბიძემ დაძლია აკაკი წერეთლის ტრადიციები. როგორც, ვთქვათ, ქართულმა პოეზიამ, ბარათაშვილმა და ვაჟა-ფშაველამ და სხვებმა დაძლიეს რუსთაველის ლექსის გავლენა და ინერცია. მხოლოდ ინტელექტით, თორემ “მე არ მომწონს და ისე უნდა მოვიქცე, როგორც არავინ მოქცეულა და ვილაპარაკო გიჟურად, ავადმყოფურად” – ასეთი დამოკიდებულება არაფრისმომტანია. ასე ყველაფრის უარყოფა ადვილია.
ვინც ამბობს, ვინ არის რუსთაველი ან გალაკტიონი, მე ვიცნობ ნამდვილ პოეტს. ეს ლიტერატურული კი არა, ფსიქიკური პრობლემაა”.
სოსო სიგუა იმასაც ამბობს, რომ თანამედროვე ქართული პოეზიის სარბიელზე ვერ ხედავს ისეთ გამოკვეთილ სახეებს, რომლებიც ქმნიან ახალ სააზროვნო მდინარებას ქართულ პოეზიაში. იგი ხაზგასმით აკრიტიკებს სლენგის გაბატონებას თანამედროვე ლექსებში. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ “უნიჭოთა ქაოსში” ნიჭიერნიც გამოერევიან ხოლმე.
 სოსო სიგუა: “ცალკეული ნიჭიერი პიროვნებები, რა თქმა უნდა, არიან (მაგალითად, ნიკა ჯორჯანელი, ვიცნობ მის პოეზიას და მწერალთა კავშირის გაზეთში მასზე რეცენზიაც დავაწერინე ერთ კრიტიკოსს), მაგრამ მე ვგულისხმობ ისეთ განსხვავებულ სტილსა და ხედვას, როგორიც ჰქონდათ ანა კალანდაძეს, მუხრან მაჭავარიანს, მურმან ლებანიძეს, შოთა ნიშნიანიძეს და სხვებს. ასეთ მასშტაბებს ვგულისხმობ, რომელთაც შექმნეს განსხვავებული, ახლებური სამყარო ჩვენს პოეზიაში. თორემ ცალკეული ნიჭიერი და კარგი ლექსი, რა თქმა უნდა, არის. მაგრამ ყველა ლექსი ბილწსიტყვაობით რომ იყოს დაწერილი, ხომ არ შეიძლება?!
მე მთლიანობაში არ ვარ მაინცდამაინც მაღალი წარმოდგენისა თანამედროვე ქართულ პოეზიაზე. შეიძლება ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ მთლად კარგადაც არ ვიცნობ. უბრალოდ, მე რასაც გავეცანი (აგერ ანთოლოგიად გამოსცეს, სადაც შედევრად არის შეტანილი ვინმე ფუტა, რომელიც წერს რაღაცა ამორალურ თემებსა და ბილწსიტყვაობაზე), სულ ვფიქრობ, რატომ იქცა ბილწსიტყვაობა ასეთ გატაცებად ჩვენს ლიტერატურაში, რა არის ამაში კარგი?!”
სოსო სიგუა ერთსაც დასძენს: “რაღაცა გარკვეული ტიპის სიგიჟეები ახასიათებდათ ფუტურისტებს, დადაისტებს და სხვადასხვა მწერლებს მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, მაგრამ მათ ეს სიგიჟის პერიოდი სწრაფად გაიარეს. მაგალითად, ძალიან კარგი პოეტი იყო სიმონ ჩიქოვანი, რომელიც ფუტურისტი იყო და თავისებური ექსტრავაგანტობა ახასიათებდა. მაგრამ მათი ექსტარვაგანტობა არ გულისხმობ და საკუთარი დედის გინებას, საკუთარი სამშობლოს შეურაცხყოფას და ამორალური თემებით გატაცებას”.
კრიტიკოსი და მწერალი როსტომ ჩხეიძე თვლის, რომ თანამედროვე ქართულ პოეტურ სივრცეში, ერთი მხრივ შემაშფოთებელი სურათია, მეორე მხრივ – დამაიმედებელი.
როსტომ ჩხეიძე: “სურათი, რომელიც წარმოგვიდგება თანამედროვე ქართულ პოეზიაზე თვალის გადავლებით, გარედან დამკვირვებლისთვის შესაძლოა, შემაშფოთებელიც კი იყოს, ხოლო ამ პროცესების დინებაში გარკვეულ პიროვნებათათვის არცთუ უნუგეშო, მეტიც, დამაიმედებელია. შემაშფოთებელი იმიტომ, რომ უდავოდ ტოვებს ქაოტურ შთაბეჭდილებას პოეტად თვითგამოცხადებულ ადამიანთა მოზღვავება და ამ ზღვაში ძნელდება ნამდვილ ფასეულობათა გადარჩევა.
იმედიან განწყობილებას კი ბადებს ის, რომ ჩვენი სალიტერატურო ცხოვრება ზოგადად და პოეზიის არეალი კერძოდ სულაც არ არის ბედის ანაბარა მიტოვებული, ლიტერატურული კრიტიკა ცდილობს, ფეხდაფეხ მიჰყვეს პოეზიის ნაკადს და თავთავისი ადგილი მიუჩინოს ცალკეულ მიღწევებსა თუ მიდრეკილებებს, ხოლო ამ ფონზე თვალსაჩინოვდება ის დედოძარღვი, რომელიც სიმრთელესაც ინარჩუნებს, ტრადიციის დვრიტასაც და სიახლეთადმი ღიაობასაც.
ეს სამი აუცილებელი თვისება თუ ნიშანი ხელისგულზეა.
პოეტური დუღილი, რაც ყველასათვის შესამჩნევია, მხოლოდ ხელს უწყობს იმ დედოძარღვის მომძლავრებას. და თუ რაიმე ექაჩება უკან, პროლეტარული მწერლობის შენარჩუნების ცდაა, საბჭოური გადმონაშთით – მწერალთა კავშირის იდეოლოგიით – ზურგგამაგრებული, ჩვენ თვალწინ ლამის რეანიმაციას რომ განიცდის და კომიკურ ყოფაში აგდებს საერთოდ მწერლობის ღირსებას ნამდვილი მკითხველის თვალში.
პროლეტმწერლობისათვის თავისი კუთვნილი ადგილის მიჩენა ანუ გამოგონილ სახელთა გარიყვა სალიტერატურო ცხოვრებიდან ერთბაშად მოაწესრიგებს ბევრ რაიმეს და პოეზიის მდინარებასაც აღარ გააბუნდოვანებს გარეშე დამკვირვებელთა თვალში”.
როსტომ ჩხეიძე მიიჩნევს, რომ თანამედროვე პოეზიაში გალაკტიონის სტილი და შემდეგ მასზე აგებული სიმონ ჩიქოვანის ავანგარდი ძირითადად უკვე წარსულს ჩაბარდა და თანამედროვე ქართული პოეზია პოეტ ბესიკ ხარანაულის მიერ გაკვალულ გზას დაადგა. როგორც ჩანს, ამას უნდა ვუმადლოდეთ ვერლიბრის (თავისუფალი ლექსის) დომინანტობას დღევანდელ ქართულ პოეტურ სივრცეში.
როსტომ ჩხეიძე: “იყო დრო, როდესაც ქართული პოეზია მთლიანად მოექცა გალაკტიონ ტაბიძის გავლენის არეალში და ვერა და ვერ გაეღწია ამ მომნუსხველი წრიდან. თუმც მის გვერდით არსებობდა სიმონ ჩიქოვანის პოეტური სკოლაც. გალაკტიონის გავლენა კვლავაც შენარჩუნებულია, მაგრამ უფრო გამკვეთრდა სიმონ ჩიქოვანის მიერ სათავედადებული სტილისტიკა (ვიზიარებ შეხედულებას, ჩიქოვანსა და ტომას ელიოტს შორის სულიერ სიახლოვეს რომ ხედავენ!), რომელმაც ახლებური მხატვრული გააზრება ჰპოვა ბესიკ ხარანაულთან, ვისმა ზეგავლენამაც სულ უფრო იძალა და ამჟამინდელი ახალგაზრდული პოეზია უმთავრესად მის მიერ გაჭრილ კალაპოტს მიჰყვება. მეორე ასევე გამოკვეთილი ხაზი ტარიელ ჭანტურიას მიერაა სათავედადებული (სხვათა გავლენა ასეთი ხელშესახები არაა, თორემ ისე არც ლია სტურუას მიმდევრებს მოვისაკლისებთ და არც გივი ალხაზიშვილისას)”.
ლიტერატორი ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ: “ახალგაზრდულმა პოეზიამ ის სასოწარკვეთილების ნოტები თუ მოტივები, რაც წინამორბედთაგან ისესხა თუ გაიმეორა, უკიდურესობამდე მიიყვანა და მთლიანად დაუმორჩილა მრუმე, საზარელ ხილვებსა და შესატყვის ტონალობას, ისე განუდგა სამშობლოსაც და უფალსაც, მათი ძიების სურვილიც კი თითქმის არსად ჩნდება, და თუმც არაერთგან წააწყდებით ბიბლიურ ონომასტიკონს, ტოპონიმიკას, ასოციაციებს, გადაძახილებს, ეს ყოველივე შინაგანად განუცდელია და მოდის აყოლა უფროა, ვიდრე იმ სამყაროსაკენ სწრაფვა. მათი ტკივილები უდავოდ გულწრფელია, არც ვერსიფიკაციული ძიებანი დაეწუნებათ და არაერთი სტრიქონი თუ ცალკეული ლექსები კიდეც მოგხიბლავთ, მაგრამ ტრაგიკული და კოშმარული განწყობილებებისათვის, გაბმული მოთქმისათვის ვერა და ვერ დაუღწევიათ თავი”.
აღნიშნული მოტივები კი აფიქრებინებს, რომ თუკი ასევე გაგრძელდა, ქართულ პოეზიას მონოტონურობის საფრთხე ემუქრება.
როსტომ ჩხეიძე: “თითქოს ეს ამდენი ახალგაზრდა კი არ წერდეს, არამედ ვიღაც ერთი. არადა, ხომ არსებობს ქრესტომათიული ნიმუშები, თუ როგორ მომხდარა ტრაგიზმის, უკიდურესი დრამატიზმისა და სასოწარკვეთის გარღვევა – აგერ ნიკოლოზ ბარათაშვილი, აგერ ვაჟა-ფშაველა, აგერ ტერენტი გრანელი, აგერ ნიკო სამადაშვილი…
ეს ის პოეტები არიან, რომელნიც ძალიან ხიბლავენ ჩვენს ახალგაზრდებს, და მაშ, მათგან სინათლის წყურვილიც და ღვთის ძიების დაუმცხრალი ჟინიც გადმოიღონ. აგერ კიდევ გრიგოლ აბაშიძის ბოლოდროინდელი ლირიკა, რომელიც მათ ჯერაც აღმოსაჩენი აქვთ, და აგერ ესმა ონიანის ხელახლა დაბადების პროცესი, რომელსაც შეუძლებელია, არ მოჰყვეს მიმდევართა ერთი წყება.
ცხადია, შინაგანად უნდა განიცადონ ეს ყოველივე, თორემ ხელოვნური გამეორება ისევე ამოვარდნილი გამოჩნდება მათი ნაწერების პათოსიდან, როგორც ბიბლიური სახეების მოუწყინარი – მაგრამ ამაო – ბრუნვა-ტრიალი. ამ მხრივ უთუოდ დასაფასებელია გიორგი კეკელიძის, ნატა ვარადასა და კატო ჯავახიშვილის გარჯა – გამოეცალონ მოჯადოებულ წრეს”.
რაკი სტატია პოეტისა და პოეზიის თანამედროვე (პირობითად!) გაგებით დავიწყეთ, მისი კლასიკური გააზრება-არსითა და დანიშნულებით დავასრულოთ.
 როსტომ ჩხეიძე: “პოეტი – საერთოდ, შემოქმედი – არ უნდა ივედრებოდეს: მიშველეთ! პოეტის – საერთოდ, შემოქმედის – მოვალეობაა, ირწმუნებოდეს: მომენდეთ და გიშველით, ბოლოს და ბოლოს, ერთად გავარღვიოთ ეს წკვარამი ტკივილში გამონატანჯი სწრაფვით ოცნების საუფლოსაკენ!.. პოეზიის ამ სულიერ მოთხოვნილებას შეუძლებელია, თავისი ჟამი არ დაუდგეს და რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი არა მარტო ლირიკისათვის, არამედ ზოგადმხატვრული აზროვნებისათვის, და კიდევ მეტიც – სახელმწიფოებრივი შეგნებისათვის”

 

ავტორი: გიორგი ზაქარეიშვილი

Read Full Post »

მოგესალმები მკითხველო, მე მინდა  ერთი ლამაზი საღამოს ვიდეოები შემოგთავაზოთ , რომელიც 22-მარტს ჩატარდა ქ. გორში . სადაც მონაწილეობას იღებდნენ ახალბედა  პოეტები..

 

 

ნათია ილურიძე – “მშვიდობა”

 

 

სამშობლო

Read Full Post »

  რეალიზმი,როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა , XIX  საუკუნის  30-იან  წლებში ყალიბდება , მთელი ამ საუკუნის განმავლობაში ვითარდება და მომდევნო საუკუნეშიც გადადის. ტერმინი”რეალიზმი” მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან “რეალის ” , რაც საგნობრივს ნამდვილს ნიშნავს .რეალობის, სინამდვილის ასახვა ამ ლიტერატურული მიმდინარეობის საპროგრამო მოთხოვნაა…

რეალიზმის ერთ-ერთი უპირველესი ნიშანი არა მარტო სინამდვილის ასახვა , არამედ მისი განალიზება, მიზეზშედეგობრივი კავშირის ძიებაა.სწორედ ამ ანალიტიკური ბუნების გამო უწოდებენ   XIX საუკუნეს ” კრიტიკულს”.

რეალისტები აღნიშნავდნენ , რომ ადამიანს , რომელიც გარემოს პროდუქტია , თავადაც შეუძლია აქტიური ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე.ადამიანზე დაკვირვება , გარემო პირობების შესწავლა და გამოსავალის ძებნა  XIX  საუკუნის რეალისტური მწერლობის  არსებითი ნიშან -თვისებაა. კრიტიკული რეალიზმი გვიჩვენებს , თუ როგორ იმსგავსებს ადამიანი  გარემო, ბოროტების სათავედ  კი საზოგადოების სოციალურ წყობად მიიჩნევს და გამოსავალს ადამიანის პირად თვისებაში-თავადის კეთილშობილებაში,გლეხის პატიოსნებაში, ინტელიგენტის უანგარებაში-ხედავს . საზოგადოებრივი ჰარმონიის დამყარება, კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელთა აზრით, მის თითოეული წევრის ნება-სურვილსა და მისწრაფებაზეა დამოკიდებული. თუმცა სამყაროს მხოლოდ ერთი ან ორი განსაკუთრებული პიროვნება ვერ გარდაქმნის  საჭიროა, საზოგადოების კავშირურთიერთობების მოჯადოებული წრე, სადაც გარემო პიროვნებაზე არის დამოკიდებული, ხოლო პიროვნება გარემოზე უნდა გაარღვიოს პიროვნება, რომელიც ამაღლდება გარემოზე და გარდაქმნის მას.

როგორ უნდა წარმოიშვას გარემოზე ამაღლებიული პიროვნება? კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენლებმა უმთავრესი როლი ადამიანის ზნეობრივ აღზრდას დააკისრეს. ზნეობრივ აღმზრდელად კი  XIX საუკუნის ბევრ გამოჩენილ რეალისტ მწერალს ქართული რელიგია ესახებოდა. საქართველოში რეალიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა   XIX  საუკუნის მეორე ნახევრიდან ყალიბდება. კრიტიკული რეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომსდგენლები არიან ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი.

Read Full Post »

Older Posts »

Wybie's

be careful what u write for

ნინის ბლოგი   ♥ ♥

ყველაზე თავისუფალი , ყველაზე ყველაზე ჩემებური ბლოგი <3

ლამაზმანი

ჩემი საყვარელი ფილმი

თეკოს ბლოგი

თანამედროვე კაცის ,,ჯიბის წიგნაკი"

maryalenn

სადაც ყოველთვის გელიან

tamunaberianidze

Just another WordPress.com site

poezia

Just another WordPress.com site

მაკოს ბლოგი

♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

მუსიკოსის ბლოგი

"ტაში, მეგობრებო! კომედია დასრულებულია" - ბეთჰოვენი (უკანასკნელი ფრაზა)

თათიას ბლოგი ♥♥

მიყვარხართ და მიჩუქნია ეს სიყვარული თქვენთვის ! ♥

Olley

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას , შენი ცხოვრებაც ისე იქნება

Butterfly's Blog

... მშვიდი ცურვა ეიფორიაში...