Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘რელიგია’

საქართველოს ეკლესია იყო, არის და მუდამ იქნება სული ქართველი ერისა.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

… მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანნი: ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული – სამშობლოს და სხეულს რაც გინდათ, ის უყავით.
წმინდა ამბროსი აღმსარებელი (ხელაია)

ყველანაირი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა! რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც. უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა, კეთილმიზანდასახული და ღმერთთან მიმყვანებელი, რადგან როცა საქმე აშკარა უკეთურებასთან გვაქვს, მაშინ ცეცხლსა და მახვილსაც არ უნდა ვერიდოთ, არც დროსა და ხელმწიფეთა მოთხოვნას დავემორჩილოთ, მით უმეტეს – არამც და არამც არ უნდა ვეზიაროთ მზაკვრულ დვრიტას, არ უნდა მივემთხვიოთ სენშეყრილს. ყველაზე დიდი ცოდვაა, ღმერთზე მეტად გეშინოდეს რამესი და ამ შიშის გამო ვღალატობდეთ ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებას.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

… მაღალი კულტურა და განვითარებული ტექნიკა ხალხის ბედნიერებისთვის არ არის საკმარისი, არის ღირებულებანი, რომელიც ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში საუკუნეობით იქმნებიან და ყალიბდებიან და რომელთა დაკარგვაც დანაშაულია. ჩვენთვის ასეთია: მართლმადიდებელი სარწმუნოება – მოციქულთაგან ბოძებული, მუსიკა – ყველას რომ აღაფრთოვანებს, ჩვენი ენა და დამწერლობა – იდუმალებით სავსე და დიდებული, გასაოცარი ხელოვნება, ხატწერა, არქიტექტურა, ჩვენი მშვენიერი წეს-ჩვეულებანი.
აღმოსავლეთის და დასავლეთის რომელი ტრადიციები შეედრება ამას? სამწუხაროდ ბოლომე ვერ ვაცნობიერებთ, რა სიმდიდრის მფლობელნი ვართ.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ჩვენ რთულ ეპოქაში გვიხდება ცხოვრება, ბოროტი ყოველნაირად ცდილობს ეკლესიაში განხეთქილებისა და შფოთის შემოტანას. დღეს მართლმადიდებელ ქრისტიანს დინების აღმა უხდება სვლა, რაც სულ უფრო მეტ წინააღმდეგობებს გვიქმნის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც უნდა ვიაროთ ამ გზით.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

თუ ყველაზე უფრო სრულყოფილ თემში – ქრისტეს მოწაფეთა შორის იყო იუდა, მაშინ ჩვენ რაღაზედ ვძრწუნდებით, რომ რუსულ ეკლესიაში არის ვვედენსკი, ხოლო ყოველ სამწყსოში – საკუთარი პატარა იუდა ისევე, როგორც მშვიდი, მადლმოსილი იოანე და ერთგული, ენერგიული პეტრე.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)

ოდნავადაც ნუ შეშფოთდებით და გაბრაზდებით, თუ ჩვენს კეთილ რჩევებს არ ისმენენ. ჩვენც ხომ არ ვუსმენთ უფალს და ამის გამო ის არ გვსჯის.
ბერი იოსენ ოპტელი

უფრთხილდით საკუთარ აზრებს, ვინაიდან აზრები ზეცაში ისმის.
ნეტარი ავგუსტინე

გახსოვდეთ, რომ ის წუთი, რომელსაც სიზარმაცე გართმევთ, შესაძლოა უკანასკნელიც კი იყოს თქვენს ცხოვრებაში და მას სიკვდილი და სამსჯავრო მოყვეს.
ს.ა. ნილუსი

ისაუბრე მომღიმარი სახით, რომ უხაროდეს შენთან მოსაუბრეს.
წმ. ბარსანოფი დიდი

საკუთარი თავისადმი ყურადღების მქონემ საერთოდ უნდა თქვას უარი ყოველგვარ მეოცნებეობაზე, რაოდენ მიმზიდველი და ლამაზიც არ უნდა ეჩვენოს ის. ყოველგვარი მეოცნებეობა გონების ხეტიალია ჭეშმარიტების გარეთ, არარსებული და განუხორციელებელ, გონებისადმი მოპირფერე და მის მომატყუებელ მოჩვენებების ქვეყანაში. მეოცნებეობის შედეგია: საკუთარი თავისადმი ყურადღების დაკარგვა, გონების გაფანტულობა და გულის სისასტიკე ლოცვის დროს; აქედან კი – სულიერი მოშლილობა.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

ვინც გვკიცხავს, ის გვჩუქნის, ხოლო ვინც გვაქებს, ის გვპარავს.
ოპტელი ბერი ამბორსი

კეთილი, თუნდ მსახური და მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია.
ნეტარი ავგუსტინე

თუკი ადამიანი ძალისაებრ არ იღვაწებს და საკუთარ შრომას წმინდანთა ლოცვას არ შეუერთებს, ვერავითარ სარგებელს მიიღებს იმისგან, რომ წმინდანები მისთვის ლოცულობენ.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

ჩვენს წინაპართა შეგნებაში და მოქმედებაში ისევე განუყოფელი იყო სარწმუნოებისა და სამშობლოს სიყვარული, როგორც განუყოფელი იყო იესო ქრისტეს ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

როგორ შეიძლება ქრისტიანობის, მუსლიმანობის, ბუდიზმის გათანაბრება? ეს ხომ რელიგიის უცოდინრობის მაჩვენებელია და ნიშნავს იმას, რომ გაცნობიერებული არა გვაქვს ცხოვრების უმთავრესი მიზანი, არ ვზრუნავთ ჩვენს უკვდავ სულზე და არ გვაწუხებს, რომ არასწორი პოზიციის გამო იგი შეიძლება სამუდამოდ წარვიწყმიდოთ… მართლმადიდებელი სარწმუნოება ხერხემალია ჩვენი ეროვნული სულისა…
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მე მიმაჩნია, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მამამთავარი და მოძღვარი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ ადამიანებისა, რომელნიც ყოველდღიურად მოდიან ეკლესიაში, არამედ ყოველი ქართველისა და საერთოდ, ჩვენი ქვეყნის ყოველი მკვიდრისა. კათოლიკოს-პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, ვისაც არ შეუძლია, ან სულიერი ძალა არ ჰყოფნის ეკლესიაში მოსასვლელად. ასეთ კაცთან იგი თვითონ უნდა მივიდეს, მხრებით იტვირთოს და ისე მიიყვანოს უფალთან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ყველაფერი ის, რითაც ჩვენ ვამაყობთ ოცსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ეკლესიური ცხოვრების გამოვლინებაა.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

სადაც წმიდა სახარება ძევს რწმენითა და ჯეროვანი მოწიწებით, იქ ვერ შევალს ბოროტი სული და ვერ ეცდება ქრისტიანის ცთუნებას.
წმ. იოანე ოქროპირი

ხშირად ხდება, რომ უდანაშაულონი ვართ იმის წინაშე, ვინც გვაწყენინა, მაგრამ ღვთის წინაშე მრავლად შევცოდეთ, რასაც ადამიანები ვერ ხედავენ, მაგრამ ღმერთი ხედავს.
მთავარეპისკოპოსი მაკარი

ყველას არ გაუმხილო შენი ზრახვები, არამედ მხოლოდ იმათ გაენდე, ვისაც ძალუძს შენს სულს უმკურნალოს.
წმინდა ანტონი დიდი

ჩვენ ყოველთვის რთული და ძნელი რამე გვიტაცებს და სახლის შენება გვიყვარს არა საძირკველზედ, არამედ ღრუბლებში.
წმინდა გრიგოლ ივერიელი (ფერაძე)

არსებობს ხუთი ძირითადი იმპულსი, რომელიც ადამიანს ამოძრავებს: პირადი შემოსავალი, საკუთარი სიამოვნება, ოჯახური და ნათესავური კავშირები, სინდისი, მაცხოვნებელი თანამყოფობა.
მეხუთე იმპულსი დაცვის უპირველესი საშუალებაა; თუ ადამიანი მას არ დააკავებს თავისთან, მეოთხეზე გადაინაცვლებს; თუ მასაც ვერ შეაკავებ, მესამეზე გადავა და ასე მიაღწევს პირველამდე. ასე ხდება ადამიანის დეგრადაცია, დეგრადაცია და დაღუპვა. სწორედ დაღუპვა, რამეთუ ადამიანს უკანასკნელი თავდაცვითი ხაზის დაკარგვაც შეუძლია. მაშინ მას უკვე აღარაფერი რჩება, გარდა ყველაფრის მიმართ უგუნური განურჩევლობისა, სასოწარკვეთილებისა და თვითმკვლელობისა.
წმინდა ნიკოლოზ სერბელი

ყველაფერი, რაც შეგვემთხვევა, უნდა მივიღოთ, როგორც უკვე მომხდარი ფაქტი და არ უნდა გავიწვალოთ თავი მოჩვენებებთან ბრძოლით. რაც მოხდა, მოხდა. იყავ ნება შენი, უფალო.
ავდეევი, ნევიაროვიჩი

მართალ ადამიანთა საერთო ხვედრია: მათ კეთილ საქმეებსაც კი ყალბად წარმოსახავენ და ისევ მათ გასაკიცხად იყენებენ.
წმინდა ბარსანოფი დიდი

ბიბლიაში ნათქვამია, რომ ადამიანი ხედავს სახეს კაცისას, ღმერთი კი – გულსა კაცისასა. ამიტომაც ამბობს გულის სისუფთავეზე დავით წინასწარმეტყველი: „გული წმინდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა“. ღმერთმა ქართველ ერს საოცარი საჩუქარი მოგვცა – მოსიყავრულე გული. ცხადია, ყველას არა გვაქვს წმინდა გული, რამეთუ ცოდვილნი ვართ და ხშირად ვეცემით, მაგრამ სიყავრული შეგვიძლია. „ღმერთი სიყვარული არს“, – ბრძანებს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი უფლის შესახებ და თავისი ეს თვისება მან თითქოს გვიბოძა ჩვენ, რამეთუ სიყვარულით სავსეა ქართველი ადამიანის გული. მტერმა შეიძლება ბევრი ცუდი მოგვიტანოს, მაგრამ ჩვენ ვართ ბავშვის გულივით მიმტევებელნი და თითქმის იმ წამსავე ვივიწყებთ წყენას, ყოველგვარ ბოროტს, რომელიც მტერმა მოგვაყენა და კვლავ სიყვარულით ვივსებით. აი, ამ თვისებამ გადაარჩინა ქართველი ხალხი.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

სინდისი ჩვენში დაუდუმებელი მამხილებელია, რომელსაც ვერც მოატყუებ და ვერც აცდუნებ.
წმინდა იოანე ოქროპირი

დილას გამოღვიძებულს რა გაგიელვებს პირველად გონებაში? გული გეუბნება: დიდება უფალს, რომელმან მოგვფინა ნათელი? ან, უფალო, დღევანდელი დღე? თუ ეს ასეა, მაშ, სიკეთის ნიშანია. მაგრამ თუ გაღვიძებისთნავე რაიმე მიწიერზე ფიქრი გაგიტაცებს და უფალზე ფიქრის საშუალებას არ გაძლევს, მაშინ ვეჭვობ, რომ შენ ეძიებდე სასუფეველსა ღვთისასა.
მოსკოველი მიტროპოლიტი ფილარეტი

კეთილშობილება და თავისუფლება ის არის, არავის ვუთხრათ რაიმე დამამცირებელი, თუნდაც ის ამის ღირსიც იყოს.
წმინდა იოანე ოქროპირი

წმ. იოანე ოქროპირი იროდს ამსგავსებს უღირსად მაზიარებელთ, რომელმაც გარეგანად გამოთქვა სურვილი ქრისტეს თაყვანისცემისა, გულიში კი მისი მოკვლა ჰქონდა განზრახული.

რამ გამაკვირვა სულ პირველად მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. მამათა ნაწერებში? მათმა თანხმობამ, საოცარმა, დიდებულმა თანხმობამ. მათი პირით თვრამეტი საუკუნე ერთად ამოწმებს ერთ, საღმრთო სწავლებას! როდესაც შემოდგომის ნათელ ღამეს ცას ავხედავ და ურიცხვ ვარსკვლავს დავინახავ, სულ სხვადასხვა სიდიდისანი რომ არიან, მაგრამ მაინც ერთ ნათელს გამოსცემენ, ჩემს თავს ვეუბნები: ასეთები არიან მამათა ნაწერებიც. როდესაც ზაფხულის დღეს ზღვას გავყურებ და უამრავ ხომალდს ვხედავ, თეთრი გედების მსგავსად რომ აუშვიათ აფრები და ერთი ქარის ქვეშ ერთი მიზნისკენ, ერთი ნავსაყუდელისკენ მიისწრაფვიან, ვფიქრობ: ასეთები არიან მამათა ნაწერებიც. როდესაც ხალხმრავალ, კარგად შეწყობილ გუნდს ვუსმენ, რომელშიც მრავალი სხვადასხვა ხმა ერთ საღმრთო საგალობელს გალობს, ვამბობ: ასეთები არიან მამათა ნაწერებიც. და მაინც, რა სწავლებას ვნახულობ მათთან? ყველა წმ. მამა ერთხმად იმეორებს, რომ ცხონების ერთადერთი გზა არის წმ. მამათა რჩევა-დარიგებების განუხრელი მიყოლა.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

Read Full Post »

წრის რადიუსები უკავშირდება ცენტრს და რაც უფრო ახლოს არიან ცენტრთან, მით უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ხოლო ცენტრს თუ მოცილდებიან, დაშორდებიან ერთმანეთსაც. ასევეა ადამიანებიც. რაც უფრო შორს არიან ღმერთისაგან, მით უფრო შორდებიან ერთმანეთს.
შეიყვარე ერთი ღმერთი და შეიყვარებ მის ყველა შვილს.
ღმერთი მუდამ ზრუნავს შენზე, შენც ნუ შეწყვეტ მოყვასზე ზრუნვას. თუ შენი მოყვასი, შენი აზრით, არ არის სიყვარულის ღირსი, სიყვარულის ღირსია ღმერთი, რომლის მონა და ხატია იგი: სიყვარულის ღირსია ქრისტე, რომელმაც თავისი სისხლი დაღვარა მისთვის.
წმ. ტიხონ ზადონელი

როგორ ვანუგეშოთ მგლოვარენი? – მათთან ერთად ვიტიროთ.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)

თუკი სხვებთან ერთად ცხოვრობთ, მაშინ ემსახურეთ მათ ისე, როგორც თავად ღმერთს, და ნუ მოითხოვთ სიყვარულისთვის სიყვარულს, თავმდაბლობისთვის – შექებას, სამსახურისთვის – მადლიერებას.
ს.ა. ნილუსი

ისინი (ბოლო დროის კოსმოპოლიტური იდეების მქადაგებლები) დაუსრულებლად ლაპარაკობენ კაცობრიობის სიყვარულზე, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ გვერდზე მყოფს. მოყვასის სიყვარული კი სწორედ რომ ყველას სიყვარულს გულისხმობს.
მაცხოვარმა ჩვენ მოყვასის სიყვარულისკენ მოგვიწოდა და არა მსოფლიოსადმი ზოგადი გრძნობების გამოვლენისაკენ. მოყვასი კი მოიცავს ყველას, ვისთანაც კი რაიმე შეხება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს.
ბავშვისთვის მოყვასი ნიშნავს ოჯახის წევრებს და ახლობელთა ვიწრო წრეს. მოზრდილი ადამიანისთვის თავისი ქვეყანა და ხალხი ავსებს „მოყვასის“ სივრცეს. მასთანაა იგი დაკავშირებული სახელმწიფოებრივი თუ პოლიტიკურ-მოქალაქეობრივი ვალდებულებებით. თავისი ხალხის კულტურა, ცხოვრების წესი, ტრადიცია არის მისთვის მშობლიური და საყვარელი.
უკვე სრულიად განვითარებული, მაღალი ზნეობის პიროვნებისათვის კი ნებისმიერი ადამიანი მოყვასია.
უნდა ითქვას ისიც, რომ მესამე ასაკობრივი საფეხური გულისხმობს პირველი და მეორე საფეხურების აუცილებელ არსებობას ისევე, როგორც მეორე საფეხური გულისხმობს პირველი საფეხურის არსებობას.
აი, აქ აქვთ დაშვებული შეცდომა კოსმოპოლიტებს. ისინი მესამე საფეხურს მეორის გარეშე მოიაზრებენ და არაჯანსაღი, უშინაარსო, უსულო საზოგადოების შექმნისკენ უბიძგებენ ადამიანებს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ვინც მოყვასს წრფელი სიყვარულით ემსახურება, მისთვის დაღლაც კი დასვენებაა, ხოლო ვისაც მხოლოდ თავისი თავი უყვარს და ზარმაცია, უსაქმურობაც კი ღლის.
სქიმ-მონაზონი პაისი მთაწმინდელი

როგორც ღუმელი ვერ იქნება თბილი ცეცხლის გარეშე, ისევე ღმრთისაგან განდგომილ ადამიანს, რომელსაც გულში ღმერთი არა ჰყავს დავანებული, ვერ ექნება სიყვარული მოყვასისადმი.
იაკობ ნიჟეგოროდის მთავარეპისკოპოსი

უფალს ყველა ჩვენგანი უყვარს, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ყველა.
ზოგი შეიძლება ღარიბულ ქოხში ცხოვრობდეს, მაგრამ მისი სული სამსახოვანი ღმერთის სავანე იყოს.
ვისაც გულწრფელად უყვარს ღმერთი, შეუძლებელია არ უყვარდეს მოყვასი.
ჩერნიგოვის მთავარეპისკოპოსი ფილარეტი

შეუძლებელია ადამიანმა ავნოს მოყვასს ისე, რომ არ ავნოს საკუთარ თავს.

ეგოიზმი ვნებების გრძელი ჯაჭვის პირველი რგოლია.

არ არსებობს იმაზე მაცხოვნებელი წესი ცხოვრებისა, ვიდრე ურთიერთის სიმძიმის ტარება.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

სიყვარული მხოლოდ მაშინაა სიყვარული, როცა იგი ყველას მიმართ არის, გამონაკლისის გარეშე. ხოლო ვიდრე იგი მხოლოდ მათ მიმართაა მიმართული, ვინც „მე“ მიყვარს, ეს სიყვარული არ არის, არამედ ეგოიზმია.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

სიყვარული სულით გვაერთებს მათთანაც, ვინც დროსადა სივრცეში განგვეშორა.
წმ. ბასანოფი დიდი

არ შეიძლება ითქვას – ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ არ გვიყვარდეს ადამიანი… უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი; გვიყვარდეს, თუ გვინდა ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა… თუ გვინდა, ვიყოთ ბედნიერნი. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს ადამიანი მადლსა ღვთისასა, როცა სულიერად გაძლიერდება და ამაღლდება.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა „სიყვარული“, რათა ასე დაერქმიათ უფალთან თავიანთი დამოკიდებულებისათვის.
როდესაც ადამიანები ბოროტად იყენებენ ამ სიტყვას და ასე მიწიერ ურთიერთობებს მოიხსენიებენ, მაშინ იგი კარგავს თავის აზრს.
სიტყვები კარგავენ წმიდა და ღვთაებრივ ძალას და თითქოსდა კვდებიან. ისევე, როგორც ჩრდილოეთში გადარგული სამხრეთის ხე ჭკნება და კვდება.
წმიდა ნიკოლოზ სერბელი

Read Full Post »

Wybie's

be careful what u write for

ნინის ბლოგი   ♥ ♥

ყველაზე თავისუფალი , ყველაზე ყველაზე ჩემებური ბლოგი <3

ლამაზმანი

ჩემი საყვარელი ფილმი

თეკოს ბლოგი

თანამედროვე კაცის ,,ჯიბის წიგნაკი"

maryalenn

სადაც ყოველთვის გელიან

tamunaberianidze

Just another WordPress.com site

poezia

Just another WordPress.com site

მაკოს ბლოგი

♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

მუსიკოსის ბლოგი

"ტაში, მეგობრებო! კომედია დასრულებულია" - ბეთჰოვენი (უკანასკნელი ფრაზა)

თათიას ბლოგი ♥♥

მიყვარხართ და მიჩუქნია ეს სიყვარული თქვენთვის ! ♥

Olley

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას , შენი ცხოვრებაც ისე იქნება

Butterfly's Blog

... მშვიდი ცურვა ეიფორიაში...