Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მოდა’

40-იანი წლების მოდაზე გავლენა განსხვავებულმა მოვლენებმა იქონია. ჯერ იყო ომის პერიოდი, შემდეგ მშვიდობის.. ამ პერიოდსვე დაემთხვა კრისტიან დიორის გამოჩენა მოდის სამყაროში.

ომის პერიოდში, სხვა ატელიებს შორის,  დაიხურა ისეთი ცნობილი მოდის ცენტრები, როგორებიც იყვნენ  შანელისა და ვიონეს მოდის სახლები. ომის პერიოდის შეზღუდვა, გასაქანს არ აძლევდა მოდის ტენდენციებს. თვალშისაცემი ცვლილებებს და ახალ აღმოჩენებს, ყველა ერიდებოდა.  როდესაც საკვების შეძენის პრობლემა იდგა, მოდაზე ვერავინ ფიქრობდა.სიდუხჭირის პერიოდში, როდესაც მოდის განვითარებისათვის ვერავინ იცლიდა,  ქალბატონები ცდილობდნენ, თავიანთი ცხოვრების წესის მიხედვით შეერჩიათ სამოსი და მოხდენილობა მაინც არ დაეკარგათ.

 alt

40-იანი წლების ქალის ჩაცმულობაში ფართო მხრები, ვიწრო ქამრები და მუხლამდე სიგრძის კაბები იმკვიდრებს ადგილს.გრძელი პალტოები, მამაკაცური სტილის პიჯაკმა და მანტომ ჩაანაცვლა. წელზე მომდგარი ქამარი აქაც აქტუალურია.1941 წლიდან,  ევროპაში გამოჩნდა სასურსათო ტალონები. მალე ამ ტალონებით ტექსტილის ნაწარმის შეძენაც შეიძლებოდა. მაგრამ, ტანსაცმლის რაოდენობა ძალიან შეზღუდული იყო.

 alt

 1947 წლის 12 თებერვალს, პარიზში მოდის ჩვენება გაიმართა. ამ ჩვენებამ, სრულიად პარიზის განცვიფრება გამოიწვია.  პოდიუმზე ახლადგამომცხვარი კრისტიან დიორის მოდელები გამოდიოდნენ. ქალის სილუეტში მკვეთრი ცვლილებები შეიმჩნეოდა.კრისტიან დიორმა, ნამდვილი გადატრიალება მოახდინა ქალის ჩაცმულობაში. მან დამალა ქალის წვივები. იატაკიდან კაბის ბოლომდე, სულ რაღაც 25-30 სანტიმეტრი იყო. მაქსიმალურად დავიწროვდა კაბის წელი. მოდაში შემოვიდა შემოჭერილი ქამრები. მკერდი უფრო გამოიკვეთა და ვიწრო ქამრების ფონზე, უფრო წინ წამოწეული გამოჩნდა. აქტუალური გახდა მხრების მოშიშვლება.  სილუეტში ასეთი ცვლილებები,  ქრისტიან დიორის ,, New Look,,-ის სახელით არის ცნობილი.

ახალგაზრდა დიზაინერის ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა. თუ გასულ საუკუნეში კაბის შეკერვას 3 მეტრი ქსოვილი ჭირდებოდა, ქრისტიან დიორი  ზოგჯერ 20 მეტრ ქსოვილს ხარჯავდა ფანტაზიის ხორცშესხმისათვის.

 alt

წარმატებამ არ დააყოვნა, 40-იანი წლების ,,დიორის ქალი,, თვალშისაცემ სიახლედ იქცა მსოფლიო მოდის ისტორიაში.

alt

Advertisements

Read Full Post »

Wybie's

be careful what u write for

ნინის ბლოგი   ♥ ♥

ყველაზე თავისუფალი , ყველაზე ყველაზე ჩემებური ბლოგი <3

ლამაზმანი

ჩემი საყვარელი ფილმი

თეკოს ბლოგი

თანამედროვე კაცის ,,ჯიბის წიგნაკი"

maryalenn

სადაც ყოველთვის გელიან

tamunaberianidze

Just another WordPress.com site

poezia

Just another WordPress.com site

მაკოს ბლოგი

♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

მუსიკოსის ბლოგი

"ტაში, მეგობრებო! კომედია დასრულებულია" - ბეთჰოვენი (უკანასკნელი ფრაზა)

თათიას ბლოგი ♥♥

მიყვარხართ და მიჩუქნია ეს სიყვარული თქვენთვის ! ♥

Olley

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას , შენი ცხოვრებაც ისე იქნება

Butterfly's Blog

... მშვიდი ცურვა ეიფორიაში...