Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

რომანი

“ყველანი თითქოს პატარა ნაპერწკლები ვართ, უჩინარი ქარისაგან დევნილნი.”

“რა უნდა მისცეს ერთმა ადამინმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?”

“სიკვდილი – აი, რაშია ჭეშმარიტი სიდიადე, მასში აღწევს ადამიანი სრულყოფილებას, და ისიც მოკლე ხნით.”

“ვიდრე ცოცხალი ხარ, არავის ენაღვლები, მოკვდები თუ არა, არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდები.”

“პარიზი ერთადერთი ქალაქია, სადაც შეიძლება ბრწყინვალედ გაატარო დრო ისე, რომ არაფერი აკეთო.”

“შეურაცხყოფისაგან თავის დაცვა შეიძლება, თანაგრძნობისაგან კი – არა.”

“რისთვის უნდა სცადოს კაცმა რაიმეს შენება, თუკი მალე ყველაფერი უსათუოდ დაინგრევა?”

“შეუძლებელია მთიდან დაქანებული ზვავის შეჩერება. ყველას ჩაიტანს, ვინც ამას შეეცდება. ჯობს, დავიცადოთ და მერე ცოცხლად ჩამარხულები ამოვთხაროთ.”

“დედამიწაზე ყველაფრისათვის საკმარისია ადგილი. მხოლოდ ადამიანებს არა აქვთ ადგილი.”

“ყოველთვის გვეჩვენება, რომ ადამიანს დავეხმარეთ, და განზე ვდგებით ხოლმე მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს.”

“იცხოვრო – ნიშნავს, იცხოვრო სხვებისთვის.”

“სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად. გამოსწორება საერთოდ არაფრის არ შეიძლება. თორემ, ეს რომ შეიძლებოდეს, ყველანი წმინდანები ვიქნებოდით. ცხოვრება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას. ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია.”

“იმ ქალთა შორის, რომლებიც მამაკაცის გვერდით არასოდეს დაწოლილან, მეტი მეძავია, ვიდრე მათ შორის, ვისთვისაც ეს ამბავი მწარე ლუკმა-პურად ქცეულა.”

“ჭადრაკი ბანქოზე ბევრად სრულყოფილია. ბანქოში ყველაფერი შემთხვევაზეა დამოკიდებული. თანაც ისე ვერ ერთობი ადამიანი. ჭადრაკი – ეს ცალკე სამყაროა. ვიდრე თამაშობ, იგი დევნის მეორე, გარე სამყაროს, გარე სამყარო კი არც ისე სრულყოფილია.”

“არაფერი არ მეორდება. ვმეორდებით ჩვენ, მორჩა და გათავდა.”

“ძალაუფლება – ყველაზე გადამდები სნეულებაა დედამიწაზე.”

“ყველაფერი, რისი მოგვარებაც ფულით ხერხდება, იაფია.”

“ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც.”

“მხოლოდ ოცნება გვაიძულებს, შევურიგდეთ სინამდვილეს.”

“მეტისმეტად სერიოზული რამ არის ცხოვრება, რომ იმაზე ადრე დასრულდეს, ვიდრე სუნთქვას შევწყვეტთ.”

“შეიძლება გახდე მთავარანგელოზი, მასხარა, დამნაშავე – და ვერავინ შენიშნავს ამას. მაგრამ აი, ვთქვათ, ღილი მოგწყდა სადმე – ამას კი მაშინვე ყველა დაინახავს. რა სულელურად არის მოწყობილი ქვეყნად  ყველაფერი!”

“თუ რაიმეს გაკეთება გინდა, არასოდეს იკითხო, ამას რა მოჰყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ.”

“ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს. მთავარი ისაა, რომელი რომელს დაასწრებს.”

“ასე ხდება ყოველთვის: მხოლოდ წვრილმანები ხსნიან ყველაფერს, მნიშვნელოვანი ქცევები არაფერს ნიშნავს. მათში მეტად ბევრი რამ არის აღებული მელოდრამიდან, ცდუნებიდან, რომ ადამიანმა იცრუოს.”

“ადამიანებს უყვართ ერთმანეთი და ამაში ყველაფერია. ეს ყველაზე უფრო დაუჯერებელიცაა და ყველაზე უფრო უბრალო რამეც ამ ქვეყანაზე.”

“ყველაზე უფრო დაუჯერებელი ამბავი ყოველთვის ყველაზე უფრო ლოგიკური აღმოჩნდება ხოლმე.”

“ბედნიერება ჩვენს გარშემო იმდენია, რამდენიც გნებავს. მხოლოდ დაიხარე და აიღე.”

“ვინც არაფერს ელის, არც გულს გაიტეხს – აი, ცხოვრების კარგი საფუძველი.”

“უნდა ამოვათრიოთ ეს ქვეყანა სისხლიდან და ტალახიდან. და, თუნდაც შენ მხოლოდ ერთი გოჯით ამოათრიო – სულერთია, მნიშვნელოვანია, რომ განუწყვეტლივ იბრძოდი, უბრალოდ, იბრძოდი. და ვიდრე ცოცხლობ, ვიდრე სუნთქავ, ხელიდან არ გაუშვა შემთხვევა, რომ ბრძოლა განაახლო.”

“ღამით დრო გაჩერებულია, მხოლოდ საათი მიდის.”

“აცხოვრე ქალი თუნდაც რამდენიმე დღე იმ ცხოვრებით, რომლის უზრუნველყოფაც მისთვის მუდმივად არ შეგიძლია, და აუცილებლად დაკარგავ.”

“ყოველთვის კარგი გვგონია იქ, სადაც არა ვართ. დაბრუნდები ძველ ადგილზე და ყველაფერი სხვანაირი გეჩვენება. მერე კი ისევ ძველ სახეს იღებს.”

“უცნაურია, რამდენს ფიქრობს ადამიანი, როცა გზაშია და, რა ცოტას – როცა შინ ბრუნდება.”

“ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო. ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა.”

“თუ სწრაფად გამოღვიძება შეგიძლია, გადარჩენის მეტი შანსი გრჩება.”

“გაწამებულნი არიან მხოლოდ გამარჯვებულნი. დამარცხებულნი ფრიად საომარ განწყობილებაზე გახლავან. გამარჯვება უდარდელობას იწვევს.”

“სამშობლოს ღალატი პატრიოტიზმის თავისებური ნაირსახეობაა.”

“ვირთხებს ორთაბრძოლა კი არ უნდა გაუმართო, უბრალოდ, უნდა გაანადგურო.”

“ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან, იოლად წაჰკრავს რაიმეს ფეხს და დაეცემა.”

“სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით. დასასრული არის დასასრული.”

“საკვირველია… რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი… როდესაც უყვარს…”

Advertisements

image “მომღერალი” ხე, რომელიც ქარის ენერგიით იკვებება და გამოსცემს სხვადასხვა ჟღერადობის ხმებს, მდებარეობს ინგლისში Pennine-ს ველზე.

მშენებლობა დასრულდა 2006 წელს, დიზაინის არქიტექტორები არიან Mike Tonkin და Anna Liu of Tonkin Liu, ხე არის 3 მეტრი სიმაღლის კონსტრუქცია, რომელიც ფოლადის მილებისგან შედგება და ქარის ოდნავი დაბერვის დროსაც კი გამოსცემს საგუნდო ხმებს, რომელიც რამდენიმე მუსიკალურ ოქტავას მოიცავს.

2007 წელს ქანდაკებამ მოიგო ეროვნული პრემია Royal Institute of British Architects (RIBA) (ბრიტანეთის არქიტექტურის სამეფო ინსტისტუტი), როგორც საუკეთესო არქიტექტურა.

image    image

იხილეთ ვიდეო

მინდა ამ პოსტში ერთი ნიჭიერი ქალბატონის Laura Harris-ის შემოქმედება გაჩვენოთ .

20 წელი გავიდა, იმის შემდეგ რაც «Laura Harris» გართულებული ფორმის სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, რამაც გადააწყვეტინა მას საყვარელი საქმიანობისთვის – მასწავლებლობისთვის თავი დაენებებინა. სწორედ მაშინ ლაურამ თავისი თავი მოზაიკის შექმნას მიუძღვნა. იგი, როგორც ყველა, თავის მოზაიკაში გარდა საათის მექანიზმებისა იყენებს კერამიკას, ფაიფურს და ქვებს. 2007 წლიდან მის «Laura Harris» – ი რეგულარულად იღებს გრანტებსა და ჯილდოებს.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

” მგონი ისიც შეყვარებულია ხო იცი , ვარსკვლავებს უყურებს ” :)))

 სერენადა არის  სატრფოსადმი მიძღვნილი სიმღერა, რომელსაც მისი ფანჯრის წინ ასრულებს  მამაკაცი გიტარის ან სხვა სიმებიანი საკრავის აკომპანემენტით

აი ასე უყვართ საქართველოში ! 🙂 🙂

 

ესეეეეეეეეეეეეეეეეეც  ♥ ♥ ♥

ძველი ეგვიპტე


1.ტუტანხამონი ეგვიპტის ყველაზე ცნობილი ფარაონია.ინგლისელმა არქეოლოგმა,ჰოვარ კარტერმა მისი სამარხი 1922 წელს აღმოაჩინა.მან 5 წელი სამარხის ძიებას,10 წელი კი განძის ამოღებას მოანდომა.სამარხში 47 თასმიანი მოოქროვილი სანდალი აღმოაჩინეს,რომელთა ლანჩებზე ფარაონის მტრები იყო გამოსახული.

2.ეგვიპტის ფარაონი პეპი ბუზებს რომ არ შეეწუხებინა,ორი მსახური ტანზე თაფლს ისვამდა და მწერებს ასე იზიდავდა.

3.ეგვიპტეში არა მარტო ქალები,არამედ კაცებიც იკეთებდნენ მაკიაჟს.მათ მიაჩნდათ,რომ მაკიაჟი ავი თვალისგან დაიცავდათ.

4.ანტიბიოტიკები მე-20 საუკუნეში გამოიგონეს,მანამ კი ეგვიპტელები ინფექციურ დაავადებებს დაობებული პურით მკურნალობდნენ (ობი ანტიბიოტიკ პენიცილინის წყარო გახდა).

5.ბავშვებს ეგვიპტეში 10 წლამდე ტანსაცმელს არ აცმევდნენ,კაცებს ქვედაბოლო,ქალებს კი კაბა ეცვათ.

6.მდიდარი ეგვიპტელები 12 წლამდე ბიჭებს თმას პარსავდნენ და პარიკს უკეთებდნენ.ღარიბები კი შეკრულ თმას ატარებდნენ ,რათა ტილი სხვებისთვის არ გადაედოთ.

7.ბიჭებს მამა-პაპის საქმე უნდა გაეგრძელებინათ,გოგონებს კი კარგ მეუღლეებად,დედებად ზრდიდნენ.ქორწინება ერთსა და იმავე სოციალური ფენის ქალსა და მამაკაცს შორის იყო ნებადართული.

8.ტრადიციულად ფარაონებს ახალგაზრდა,ჯანმრთელ მამაკაცებად გამოსახავდნენ მაშინაც კი,როცა მოხუცი და დაუძლურებულნი იყვნენ.დედოფლებსაც ლამაზ და ახალგაზრდა ქალებად წარმოაჩენდნენ.

9.პირველი ნავი რომელიც ნილოსზე დაცურავდა პაპირუსის ლერწმისგან იყო გაკეთებული და თოკებით შეკრული.ნავები მდინარეზე გადასასვლელედ და სათევზაოდ გამოიყენებოდა.ხშირად,ასეთ ნავს ნახატებზე მზის ღმერთთან ერთად გამოსახავდნენ.

10.ძველეგვიპტელთა ცხოვრებაში მუსიკა და ცეკვა დიდ როლს ასრულებდა.ქალები ზოგჯერ შიშვლებიც კი ცეკვავდნენ.მუსიკოსები სიმებიან (ქნარი,ბარბითი,არფა),ჩასაბერ(ფლეიტა,ჰობო) და დასარტყმელ(დაირა) ინსტრუმენტებზე უკრავდნენ.ზოგიერთ საკრავს განსაკუთრებული ფუნქციაც ქონდა მინიჭებული.მაგალითად,ბრძოლისას მეომრებს გასამხნევებლად საყვირს,დოლს,ბუკს იყენებდნენ,ხოლო რელიგიური დღესასწაულების დროს ზანზალაკებსდა ზარებს რეკდნენ

დიალოგი სტუდენტსა და პროფესორს შორის

ერთხელ უნივერსიტეტში პროფესორმა სტუდენტს კითხვა დაუსვა.

პროფესორი: ღმერთი კარგია?

სტუდენტი: დიახ

პ: ეშმაკიც კარგია?

ს: არა

პ: სწორია. მიპასუხე შვილო, დედამიწაზე ბოროტება არსებობს?

ს: დიახ

პ. ბოროტება ყველგანაა და ეს ყველაფერი ღმერთმა შექმნა, ხომ მართალია?

ს: დიახ

პ: ე.ი. ვინ შექმნა ბოროტება?

ს: …

პ: დედამიწაზე არის სიმახინჯე, თავხედობა, ავადმყოფობა, უმეცრება?
ეს ყველაფერი ხომ ნამდვილად არის?

ს: დიახ, სერ

პ: ვინ შექმნა ისინი?

ს:, …

პ: მეცნიერება ამტკიცებს, რომ ადამიანს 5 გრძნობა აქვს იმისთვის, რომ მის ირგვლივ მყოფი სამყარო აღიქვას. მიპასუხე შვილო, როდისმე გინახავს ღმერთი?

ს: არა, სერ

პ: გვითხარი, ღმერთის ხმა გსმენია?

ს: არა, სერ

პ: როდესმე გიგრძვნია ღმერთი? მისთვის გემო თუ გაგისინჯავს? ან თუ გიყნოსია?

ს: ვშიშობ, რომ არა, სერ

პ: და შენ მაინც გწამს მისი?

ს: დიახ

პ: მიღებული დასკვნების საფუძველზე მეცნიერებას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ღმერთი არ არსებობს. რაიმეს დაუპირისპირებ ამას?

ს: არა პროფესორო, მე მხოლოდ რწმენა გამაჩნია.

პ: სწორედ ასეა. რწმენა-ესაა მთავარი პრობლემა მეცნიერებისათვის.

ს: პროფესორო, არსებობს ყინვა (სიცივე)?

პ: რა შეკითხვაა? რა თქმა უნდა. შენ არასოდეს შეგცივებია?

(სტუდენტებს ყმაწვილის კითხვაზე გაეცინათ)

ს: სინამდვილეში სერ, ყინვა (სიცივე) არ არსებობს. ფიზიკის კანონების მიხედვით, ის რასაც ჩვენ სიცივეს ვეძახით, სითბოს არარსებობაა (უქონლობაა). ადამიანი ან საგანი ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ იმის მიხედვით, თუ მას გააჩნია ენერგია ან გასცემს მას. აბსოლუტური ნოლი (-460 გრადუსი ფარინგეიტით), ეს სითბური ენერგიის სრული არქონაა (არარსებობაა). ასეთ ტემპერატურაზე მატერია ინერტული და სრულიად უუნარო ხდება. სიცივე არ არსებობს. ეს სიტყვა იმისთვის მოვიგონეთ, რომ სითბოს არარსებობის შემთხვევაში ჩვენი მდგომარეობა ავღწეროთ.

( აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოწვა).

ს: პროფესორო სიბნელე არსებობს?

პ: რა თქმა უნდა. რა არის ღამე, თუ არა სიბნელე.

ს: თქვენ ისევ ცდებით, სერ. სიბნელე სინამდვილეში სინათლის არქონაა. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სინათლე და არა სიბნელე. ნიუტონის პრიზმის გამოყნებით შეგვიძლია თეთრი შუქის უამრავ ფერად დაშლა და თითოეული ფერის სხვადასხვა სიგრძის ტალღების შესწავლა. თქვენ არ ძალგიძთ სიბნელის გაზომვა. სინათლის უბრალო სხივს შეუძლია სიბნელეში შეღწევა და მისი განათება. როგორ უნდა გამოვიკვლიოთ რამდენად ბნელია რაიმე სივრცე? ამისათვის თქვენ ითვლით, თუ რა რაოდენობის სინათლეა იქ. სიბელე ეს ის მცნებაა, რომელსაც ადამიანი იმისთვის იყენებს, რომ გაიგის რა ხდება სინათლის არქონის შემთხვევაში. ეხლა კი მიპასუხეთ პროფესორო, სიკვდილი არსებობს?

პ: რა თქმა უნდა. არის სიცოცხლე და არის სიკვდილი-მისი საწინააღმდეგო მხარე.

ს: თქვენ ცდებით, პროფესორო. სიკვდილი-სიცოცხლის საწინააღმდეგო მხარე კი არა, მისი არარსებობაა. თქვენმა მეცნიერულმა თეორიამ სერიოზული ბზარი მისცა.

პ: რისკენ მიდიხართ ახალგაზრდავ?

ს: თქვენ გვასწავლით, რომ ჩვენ მაიმუნისგან წარმოვიშვით. თქვენი თვალით გინახავთ ევოლუცია?

პროფესორმა ღიმილით დააქნია თავი, როცა მიხვდა საით მიდიოდა საუბარი.

ს: არავის არ უნახავს ეს პროცესი. ამიტომ თქვენ უფრო მღვდელი ხართ, ვიდრე მეცნიერი.

(აუდიტორია ახარხარდა)

ს: ეხლა მითხარით, არის ამ კლასში ვინმე, ვისაც პროფესორის ტვინი უნახავს? უყნოსია მისთვის, მისი ხმა გაუგია, ან შეხებია მას?

(სტუდენტები კვლავ ხარხარებენ)

ს: მე მგონი ასეთი არავინაა. მაშინ მეცნიერულ ფაქტზე დაყრდნობით შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ პროფესორს ტვინი არ აქვს. მიუხედავად ჩემი თქვენდამი დიდი პატივისცემისა პროფესორო, როგორ უნდა ვენდოთ თქვენს ლექციებს?

( აუდიტორია გაირინდა)

პ: ვფიქრობ, რომ თქვენ უბრალოდ უნდა მენდოთ (დამერწმუნოთ).

ს: ნამდვილად! ღმერთს და ადამიანს შორის ერთადერთი კავშირია-ეს არის რწმენა (ნდობა) !

პროფესორი დაჯდა.
ამ სტუდენტს ალბერტ აინშტაინი ერქვა.

დიალოგი სტუდენტსა და პროფესორს შორის

ზამთარი!

“დეკემბერი დადგაო და ცამ იცვალა ფერიიიიიიიიი”♪♫♪♪♫♪

ზამთარი მხოლოდ იმიტომ მიყვარს , რომ დიდი გულისფანცქალით ველი ხოლმე ახალწელს და შობას :))))

 

 

 

 

 

 

ახალი წელიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი :)))))))))))

და აიიი ჩემი სიმღერააააააააც

Wybie's

be careful what u write for

ნინის ბლოგი   ♥ ♥

ყველაზე თავისუფალი , ყველაზე ყველაზე ჩემებური ბლოგი <3

ლამაზმანი

ჩემი საყვარელი ფილმი

თეკოს ბლოგი

თანამედროვე კაცის ,,ჯიბის წიგნაკი"

maryalenn

სადაც ყოველთვის გელიან

tamunaberianidze

Just another WordPress.com site

poezia

Just another WordPress.com site

მაკოს ბლოგი

♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

მუსიკოსის ბლოგი

"ტაში, მეგობრებო! კომედია დასრულებულია" - ბეთჰოვენი (უკანასკნელი ფრაზა)

თათიას ბლოგი ♥♥

მიყვარხართ და მიჩუქნია ეს სიყვარული თქვენთვის ! ♥

Olley

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას , შენი ცხოვრებაც ისე იქნება

Butterfly's Blog

... მშვიდი ცურვა ეიფორიაში...