Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘ხელოვნება’ Category

მინდა ამ პოსტში ერთი ნიჭიერი ქალბატონის Laura Harris-ის შემოქმედება გაჩვენოთ .

20 წელი გავიდა, იმის შემდეგ რაც «Laura Harris» გართულებული ფორმის სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, რამაც გადააწყვეტინა მას საყვარელი საქმიანობისთვის – მასწავლებლობისთვის თავი დაენებებინა. სწორედ მაშინ ლაურამ თავისი თავი მოზაიკის შექმნას მიუძღვნა. იგი, როგორც ყველა, თავის მოზაიკაში გარდა საათის მექანიზმებისა იყენებს კერამიკას, ფაიფურს და ქვებს. 2007 წლიდან მის «Laura Harris» – ი რეგულარულად იღებს გრანტებსა და ჯილდოებს.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

Advertisements

Read Full Post »

Fabian Perez არგენტინელი მხატვარია, რომელიც ბუენოს აირესში დაიბადა.იგი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით.მან სახელი მოიხვეჭა ტანგოს ამსახველი ნამუშევრებით.2009 წელს კი-Latin Grammy Awards–ის ოფიციალურ წევრად დაასახელეს.

 

მისი სტილი უნიკალურია.ავტორისეული ნამუშევრები ემოციურია .მისი ნამუშევრების დათვალიერების შემდეგ თავად დარწმუნდებით ამაში
Fabian Perez-ის შემოქმედება
Fabian Perez-ის შემოქმედება
Fabian Perez-ის შემოქმედება
Fabian Perez-ის შემოქმედება
Fabian Perez-ის შემოქმედება
Fabian Perez-ის შემოქმედება
Fabian Perez-ის შემოქმედება

Read Full Post »

შეშლილებს საზოგადოება ყოველთვის არაჯანსაღი ინტერესით უყურებდა, განსაკუთრებით დიდ შეშლილებს.
   ვინსენტ ვან გოგმა მთელი თავისი უბედური ცხოვრების მანძილზე  გაყიდა ერთადერთი სურათი-“წითელი ვენახები არლში”. დიდ მხატვარს სტანჯავდა ეპილეფსია, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი და შიზოფრენია. ბევრმა იცის ლეგენდა რომლის თანახმადაც თვითონ მოიჭრა ყური. დღეს ისტორიკოსები თვლიან რომ ყური //უფრო ზუსტად მარცხენა ბიბილო// კამათის დროს მას მოაჭრა პოლ გოგენმა. მოჭრილი ბიბილო კი ვან გოგმა აჩუქა კახპა რაშელს.37 წლის მხატვარმა თავი მოიკლა. ასეთია ოფიციალური ვერსია. მაგრამ იარაღი ვერ ნახეს. არაა გამორიცხული რომ მას ესროლა მასავით გიჟმა რომელიმე ამხანაგმა თუ თაყვანისმცემელმა.

 Великие и сумасшедшие  ალბათ არ არსებობს მარკიზ დე სადზე უფრო თავდადებული სადომაზოხისტი. ასე ვთქვათ სასიყვარულო ექსპერიმენტებს ის ვერც ციხემ გადააჩვია. თავის რომანში “სოდომის 120 დღე” მან აღწერა სექსუალურ გადახრათა 600-ოდე სახეობა. მას უყვარდა უბედური გოგონების მათრახით ცემა, მაგრამ ესეც რომ არ ეკეთებინა საკმარისია მისი თხზულებების რამოდენიმე გვერდის წაკითხვა იმის დასადგენად  რომ ეს გენიოსი გიჟი იყო. საერთო ჯამში მარკიზ დე სადმა საგიჟეთში გაატარა 30-ოდე წელი, მაგრამ არ გამოტყდა რომ გიჟია.


Великие и сумасшедшиеვლადიმირ მაიაკოვსკი
 მრავალი წლის მანძილზე ფართო მასებს აჩვენებდა თავის მაგარ სულიერ ჯანმრთელობას მაგრამ უეჭველად გიჟი იყო. ყველამ იცის თუ როგორ იღებდა ის საბჭოთა პასპორტს ფართო ტოტებიდან. მაგრამ ცოტა ვინმეს თუ წაუკითხავს ლექსების ციკლი “მე”სადაც არის შემდეგი სტრიქონი:”მე მიყვარს იმის ყურება თუ როგორ კვდებიან ბავშვები”(«Я люблю смотреть как умирают дети»). მაიკოვსკიმ თავი მოიკლა საკუთარ გულში სროლით.
საბჭოთა ლიტერატურული ესთეტიკის ფაქტიური დამფუძნებელი მაიაკოვსკი განასახიერებდა 1917 წლის რევოლუციას. ემოციური დაძაბულობით მისი ნაწარმოებები გავდა სტიქიურ უბედურებას
.

იუკიო მისიმა. მწერლის თვითმკვლელობის ახსნა შეიძლებოდა იმით რომ  თავი მოიკლა იაპონელმა ნაციონალისტმა რომელმაც სცადა ქვეყანაში აჯანყების მოწყობა მაგრამ წარუმატებლობას ვერ შეეგუა და გაიკეთა ხარიკირი. მაგრამ მისი შემოქმედების
//”შუა  საუკუნეების მანიაკი მკვლელის დღიური”,”მარკიზა დე  სად”,”ჩემი მეგობარი ჰიტლერი”//  მკვლევარმა შეიძლება გააკეთოს შორს მიმავალი დასკვნები გენიოსის ფსქიური ჯანმრთელობის შესახებ. ბიოგრაფების აზრით მისიმას სიგიჟის მიზეზია ბებიამისის მეტისმეტი მზრუნველობა. იმ ისტერიულმა ქალმა ბავშვი ჩამოაშორა თანატოლებს და მშობლებს და ამით წაართვა მას სამყაროს რეალისტურად აღქმის უნარი.

ლიტერატურაში საშინელებათა ჟანრის დამფუძნებელ ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტს ჰქონდა მძიმე გენეტიკა, მემკვიდრეობითობა.
საგიჟეთში გარდაიცვალა მამამისი. მალე გაგიჟდა დედამისი. მწერალი ბავშვობიდან ხედავდა “უცნაურ სიზმრებს”. 10 წლის ასაკში კი მოიგონა თავისთვის ფსევდონიმი აბდულ-ალ-ხაზრედ. ლავკრაფტმა მოიგონა მშვენიერი და საშინელი სამყაროს თავისი საკუთარი მითოლოგია. ავლენდა გააფთრებულ ქსენოფობიას და ანტისემიტიზმს,მაგრამ მას ნაზად უყვარდა თავისი ებრაელი ცოლი სონია გრინი.
გარდაიცვალა სიღატაკეში უჭმელობისგან გამოწვეული ნაწლავების კიბოსგან.

Великие и сумасшедшиеგენიოსი სალვატორ დალი მუდამ ცდილობდა “არ ეჭამა უფორმო”.  “მე ვერ ვიტან ისპანახს იმიტომ რომ ის უფორმოა როგორც თავისუფლება”, აღიარებდა მხატვარი.მიუხედავად ამისა ეს იყო მისი ყველაზე მცირე სიგიჟე. ის არამ ხაჩატურიანს გამოეცხადა ცოცხზე გადამჯდარი ხმლით ხელში. მოგონებებში იხსენებს ცხოვრებას დედის საშოში. მისი სახლ-მუზეუმი მნახველებს გადასდებს მის სიგიჟეს და,რა თქმა უნდა, უამრავი მთლა გადასარევი სურათი.

Великие и сумасшедшиеანტონიო გაუდი ბავშვობაში აკვირდებოდა ზღვის და ქვიშის მოძრაობას და მის შემოქმედებაში ვითარდება ზღვის თემა.
მისი ქმნილებები იგრიხებიან და იკლაკნებიან ქვიშის სასახლეების მსგავსად,მათ არა აქვთ სწორი კუთხეები. ბარსელონას სიმბოლოებად იქცა მისი ბატილიოს სახლი,წმინდა ოჯახის ტაძარი და გუელის პარკი. ბუნების სრულყოფილების მწვერვალად გაუდის მიაჩნდა ქათმის კვერცხვები. ჯიბით დაჰქონდა უმი კვერცხები და ჭამდა მათ.
გარდაიცვალა უაზროდ. მოიჭყლიტა ორ ტრამვაის შორის.ტაქსებმა არ წაიყვანეს უსუფთაო და უფულო მოხუცი.ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა მათხოვართა საავადმყოფოში.


ერნესტ მილერ ხემინგუეის
 სტანჯავდა მწვავე დეპრესია,გონებრივი შეშლილობა.სიმპტომები. მიდრეკილება თვითმკვლელობისკენ,დევნის მანია,ნერვების მძაფრი აშლილობები.ფრიდრიხ ნიცშეს დიაგნოზი იყო ბირთვული “მოზაიკური”შიზოფრენია. ეს ლიტერატურული ზრდილობით. ბიოგრაფიათა უმრავლესობაში ამას შეშლილობას უძახიან, ალბათ სიფილისის ფონზე. სიმპტომები. სიდიადის მანია//აგზავნიდა ბარათებს ტექსტით:”ორ თვეში მე გავხდები პირველი ადამიანი დედამიწაზე”. მოითხოვდა კედლებიდან სურათების მოხსნას იმიტომ რომ მისი ბინა “ტაძარია”. გონების დაბნელება//ქალაქის მთავარ მოედანზე ეხვეოდა ცხენს და ხელს უშლიდა მოძრაობას//. ძლიერი თავის ტკივილები. არაადექვატური ქცევა. ნიცშეს სამედიცინო ბარათში კერძოდ ნათქვამია რომ ავადმყოფი თავისი ჩექმიდან სვავდა თავის შარდს,გაუგებრად ყვიროდა,საავადმყოფოს დარაჯი ეგონა ბისმარკი,ცდილობდა კარების ჩახერგვას დამტვრეული ჭიქის ნამსხვრევებით,იძინებდა საწოლის გვარდით იატაკზე, თხასავით ხტოდა,იჯღანებოდა და წინ სწევდა მარცხენა მხარს.
ავადმყოფობის ისტორია. ნიცშემ გადაიტანა რამოდენიმე აპოპლექსური დარტყმა. ცხოვრების ბოლო ოცი წელი იტანჯებოდა ფსიქიური აშლილობით//სწორედ იმ დროს დაიწერა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თხზულებები,მაგ.”ასე ლაპარაკობდა ზარატუსტრა”//. 11 წელი გაატარა ფსიქიატრიულ კლინიკებში. სახლში მასზე ზრუნავდა დედა. მისი მდგომარეობა განუწყვეტლად მძიმდებოდა. სიცოცხლის ბოლოს ფილოსოფოსს შეეძლო მხოლოდ უმარტივესი წინადადებების შედგენა,მაგალითად:”მე მკვდარი ვარ იმიტომ რომ სულელი ვარ” ან “მე სულელი ვარ იმიტომ რომ მკვდარი ვარ”.

 

Великие и сумасшедшиеჟან-ჟაკ რუსოს სტანჯავდა პარანოია და დევნის მანია. ეკლესიასთან და მთავრობასთან კონფლიქტის შემდეგ რუსოს ეჭვიანობამ მიიღო უკიდურესად ავადმყოფური ფორმები. მას ეჩვენებოდა რომ მის ნაცნობ-მეგობრებს რაღაც ცუდი ჰქონდათ ჩაფიქრებული მის წინააღმდეგ ან რატომღაც ეჭვი სეჰქონდათ მასში. ერთხელ რუსომ გადაწყვიტა რომ მცხოვრებლებს სასახლისა სადაც ის სტუმრობდა ეგონათ რომ მან მოწამლა მსახური და მოითხოვა გვამის გახსნა.




Великие и сумасшедшиеნიკოლაი ვასილიევიჩ გოგოლს სჭირდა შიზოფრენია და პერიოდული ფსიქოზი,ხედვითი თუ სმენითი ჰალუცინაციები, აპატიის და დამუხრუჭებლობის პერიოდები //ზოგჯერ სრულებით უძრავი იყო და არ შეეძლო გარეშე გამღიზიანებლებზე რეაქციის მოხდენა. 
ამას მოყვებოდა აღგზნების პერიოდები. დეპრესიული მდგომარეობები. მძაფრი იპოხონდრია. დიდი მწერალი დარწმუნებული იყო იმაში რომ ყველა ორგანო მის სხეულში რამდენადმე გადაადგილებულია და კუჭი გადაბრუნებულია.

 

Read Full Post »

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები
პროფესიონალი ფოტოგრაფების ნამუშევრები,რომლებიც საუკეთესო ფოტოებშია შესული

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

ყველაზე საოცარი და ლამაზი ფოტოები [4]

Read Full Post »

ახალი ხმა ♥

 

შემოგთავაზებთ მცირედ ინფორმაციას პროექტ “ახალი ხმის ” შესახებ

“ ახალი ხმა” არის გამორჩეული ტალანტების კონკურსი. ეს არის შოუ, რომელშიც ნიჭიერება წარმოადგენს მთავარ ღირებულებას. ”ახალი ხმა” მიზნად ისახავს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ვარსკვლავის აღმოჩენას. მხოლოდ გამორჩეული ხმა! -ეს არის მთავარი ამ შოუში!

ამ შოუში, კონკურსანტები ინარჩუნებენ საკუთარ ინდივიდუალიზმს. ისინი ასრულებენ იმ სიმღერებს, რომლებსაც ყველაზე კარგად მღერიან, ასრულებენ მათთვის სასურველ ჟანრში, ისინი ყოველთვის თავად ირჩევენ სიმღერას. სხვა შოუებში კონკურსანტები ვალდებულნი არიან იმღერონ მათთვის არასასურველ ჟანრშიც.

შოუს დასაწყისში, საქვეყნოდ ცნობილი მომღერლები პირადად აირჩევენ მათთვის სასურველ კონკურსანტებს პირველი აუდიენციების (მოსმენების ) დროს. ასეთი შერჩევისას, ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია! ისინი (მწვრთნელები) ვერ ხედავენ მონაწილეებს, მათ შეუძლიათ მხოლოდ მოსმენა. მათ შეუძლიათ კონკურსანტის ხმის ხარისხისა და სიმღერის ტექნიკის შეფასება, გარეგნული ნიშნების ზემოქმედების გარეშე. ჩვენ ვეძებთ ხმას და არა გარეგნობას!

სცენისგან ზურგით დგას სავარძლები, რომლებშიც სხედან მწვრთნელი-მუსიკოსები. კონკურსანტის ნამღერის მოწონების შემთხვევაში, რომელიმე ხელს აჭერს ღილაკს – ” მე გირჩევ შენ!” და მისი სკამი შემობრუნდება სახით სცენისკენ. ამ დროს მწვრთნელი პირველად ხედავს თავის რჩეულ კანდიდატს. მოსმენების შემდეგ ოთხივე მწვრთნელი ირჩევს თავის გუნდის 12 წევრს და მუშაობს მათთან მთელი პროექტის მანძილზე.

Read Full Post »

ნიკოს საყვარელი ბაღი მუშტაეთი იყო. აქ იგი სულიერ სიმშვიდეს პოულობდა. ერთხელ, ჩვეულებრივ, ნიკო მუშტაეთს ესტუმრა. ესტრადაზე მომხიბლელი ფრანგი ქალი, მარგარიტა მღეროდა. ნიკოს ერთი ნახვით ისე შეუყვარდა ქალი, რომ იგი მისი სიცოცხლის განუყოფელ ნაწილად იქცა. ეს იყო და ეს, ამ დღის შემდეგ ნიკოსთვის მარგარიტას და მხატვრობის გარდა, ქვეყანაზე აღარავინ და არაფერი არსებობდა. ერთ დღეს მარგარიტამ სახლამდე გაცილება სთხოვა. მთელი გზა ფეხით გაიარეს. გამომშვიდებისას ნიკომ ქალს ხელზე აკოცა და გულდარდიანმა ჯელალ ელ-დინ რუმის ლექსის ორი სტროფი უთხრა ზეპირად:

“მე მხატვარი ვარ და თითქოს მოსმით
ძალმიძს, რომ შევქმნა სახეთა ჯარი,
მაგრამ როდესაც შენ გამოჩნდები,
მათ ყველას ერთად წარიღებს ქარი.
ათასი სახე შევქმენი სრული,
ვნებით აღვანთე, შთავბერე სული,
მაგრამ გამოჩნდი და ყველა ერთად
მწვავე ცეცხლს მივეც და ხელი ვკარი”.

ფრანგი მომღერლის წარსული არავინ იცოდა. მთავარი იყო – მარგარიტას განუმეორებელი,მომაჯადოებელი ხმა ჰქონდა. მას შემდეგ რაც ნიკომ მარგარიტა გაიცნო, თავგზა აებნა. უკვირდა, უიღბლო პირველი სიყვარულის შემდეგ გული თუ კიდევ გაუთბებოდა, არ ეგონა. ერთხელ, დილაადრიან ნიკო დაზგას მიუჯდა, მუყაო მოიმარჯვა და მარგარიტას ხატვას შეუდგა. ნახატს ფონად დეკორაციის მუქ-ლურჯი ფერები შეურჩია. დეკოლტე კაბით, წელზე გრძელი ქამრით, შიშველი მკლავებით და მთელი ტანით გამოსახულ ქალს ოქროსფერი თმები ჩამოუშალა, მხარზე ოქროს ჩიტი შემოუსკუპა და ხელში ყვავილების თაიგული დააჭერინა. ჩიტით ნიკომ მარგარიტას უმანკოებას გაუსვა ხაზი. სურათი მსუბუქი, ჰარმონიული გამოვიდა, მასში სიღრმეც და სისპეტაკეც იგრძნობოდა.
1898 წელს ხუთი მაისი, ზაფხულის ნათელი დილა იდგა. სოლოლაკის შესახვევში, კუთხის სახლის პატარა ორსართულიან შენობაში ჯერ კიდევ ძილი მეფობდა. კუთხის სახლიდან ერთი კვერტალის მოშორებით შეჩერდა ურემი. პირველს მეორე ურემი მიადგა, მეორეს – მესამე, ხოლო როდესაც ბოლო, მეათე ურემი შეჩერდა, მეურმეებმა ურმებიდან ბღუჯა-ბღუჯა გადმოიღეს მინდვრის ნამიანი ყვავილები და კუთხის სახლისკენ წაიღეს. როდესაც ცხრა ურემი ყვავილი მოაბნიეს ქუჩაში, მერე პირველ ურმიდან სისხლისფერი ვარდები ფრთხილად გადმოიღეს და ყვავილების ხალიჩაზე, მთელ სიგრძეზე წითლად მოხასხასე ბილიკი გააკეთეს.
გამვლელები თვალებს არ უჯერებდნენ. ასეთი რამ თბილისში არასოდეს მომხდარიყო. ისინი განცვიფრებულნი ჩერდებოდნენ და რაღაცის მოლოდინში ლაპარაკსაც ვერ ბედავდნენ. კუთხის სახლიდან მოხუცი გამოლასლასდა, ქუჩაში ყვავილების ხალიჩა, რომ დაინახა, ფეხის შედგმა ვერ შებედა, პირჯვარი გადაიწერა და შეცბუნებული უკანვე შებრუნდა.
მალე კიბეზე ოქროსთმიანი ქალი გამოჩნდა. მოსასხამი მოეხურა, იდგა და სივრცეში გაოგნებული იცქირებოდა. უცებ, მოსახვევიდან მაღალი, გამხდარი მამაკაცი გამოჩნდა. ნიკო იყო. იგი ყვავილნარზე შედგა და ქალისკენ გაეშურა, ხელში წითელი ვარდი ეკავა. ქალმა როგორც კი ნიკო დაინახა, მიხვდა: ამდენი ვარდ-ყვავილის ფიანდაზად გაგება მხოლოდ მას შეეძლო.
ხელგაშლილი ქალი მისკენ გაიქცა.
– ჩემო ნიკო, ეს რა ჩაიდინე? დღეს ხომ შენი დაბადების დღეა და ნაცვლად იმისა, მე მომერთმია შენთვის საჩუქარი, შენ, შენ…
ცრემლების ნაკადულმა ქალს სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცა. ნიკოს მარგარიტა სიცოცხლეს ერჩივნა, ქალმა ვერ დააფასა მისი უბიწო სიყვარული და მიატოვა.
“მტრედი გაფრინდა, წარიტაცა ჩემი ოცნება და დავრჩი უსახლკარო, მიუსაფარი” – ამბობდა ნიკო.
ის გულწრფელი მიამიტი იყო, ენდობოდა ქვეყანას, ადამიანებს. მისი ნაზი სული ვერ შეეგუა ღალატს. ფრანგი მომღერალი ქალის უიღბლო სიყვარულმა ერთი ხელის დაკვრით დაუნგრია ოცნების ბოლო კოშკი და აფიქრებინა ის, რისი გაფიქრებაც ყოველთვის აშინებდა, ადამიანები ხშირად საკუთარი თავის გამორჩენისთვის იღიმებიანო. სიყვარულის დაკარგვის შემდეგ მისმა ცხოვრებამ დაჰკარგა ფასი. მეეზოვის ნაწყალობებ კიბის ქვეშ მდებარე სათავსოში შეყუჟული, დროს ებრძოდა, ხატავდა და ხატავდა. ბევრი სურათი დააგროვა, მაგრამ პურის ფულის შოვნა მაინც უჭირდა. არავის უნდოდა უცნობი მხატვრის შედევრები …:((

Read Full Post »

ფოლკლორი

მრავალსაუკუნოვანი ქართული ფოლკლორი-ქართველი ერის შემოქმედებითი გენიის ნაყოფი-არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კულტურის კუთვნილებაა. საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა ქართული ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები-მომღერალთა, მოცეკვავეთა, ხალხურ მელექსეთა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა სწორუპოვარი შემოქმედება: ქართული მრავალხმიანი სიმღერა, ქართული ცეკვა, ზეპირსიტყვიერება, ქართული ჩუქურთმა, ფარდაგი, კერამიკა, ტიხრული მინანქარი, კედლის მხატვრობა, ქართული სამოსი, ოქრონემსული, ოქრომკედითა და ვერცხლიმკედით ქარგულობა, ქართული საჭურველი…

საქართველო ვოკალური მრავალხმიანობის კლასიკური ქვეყანაა და ქართული მუსიკალური აზროვნებისათვის ვოკალური მრავალხმიანობის პრინციპია ამოსავალი. ქართულმა ხალხურმა მრავალხმიანმა სიმღერამ განვითარებისა და სრულყოფის ხანგრძლივი პერიოდი განვლო. დროთა განმავლობაში გროვდებოდა, თვისობრივად და რაოდენობრივად იცვლებოდა ქართული მუსიკალური ფოლკლორისტიკა. ფოლკლორი თავისთავად გულისხმობს სინკრეტიზმს და ორგანულ მთლიანობაში მოიცავს ცეკვას, სიმღერას, მუსიკას, ლექსს. ქართულ ხალხურ მუსიკას ახასიათებს თავისუფალი მუზიცირება-იმპროვიზაციულობა, ვარიანტულობა და ცოცხალი შემოქმედებითი პროცესი.

ფოლკლორის მასაზრდოებელი წყარო ცოცხალი ყოფაა. დროთა ვითარებაში ხალხურ ყოფაში მომხდარმა ცვლილებებმა შეაფერხა ქართული ფოლკლორის ბუნებრივფი განვითარება მოწყვიტა ცოცხალ ყოფას, თუმცა, საბედნიეროდ, ქართული ფოლკლორის ტრადიციული- ავთენტიკური ნიმუშები (ფოლკლორის ყველა დარგში) XXI საუკუნეშიც შემოინახა რაჭამ, სვანეთმა, აჭარამ და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთმა.

საქართველოს ისტორიასა და მატიანეებს არ შემორჩენია ქართული ფოლკლორის შემოქმედთა სახელები. გამოჩენილი მომღერლების, მომღერალთა გვარების, ლოტბარ-მგალობელთა წარმოჩენა- გამომზეურების ხანა XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე დადგა: ქართული საგალობლების ნოტირებით, ქართული ხალხური სიმღერების ფონოგრაფით ჩაწერა-დაფიქსირებითა და ქართული სიმღერის სცენაზე გადატანით. ფოლკლორი, ქართული ხალხური სასიმღერო ხელოვნება, ეროვნული ცნობიერების თვალსაწიერში მოექცა. გაჩნდა ბუნებრივი მოთხოვნილება საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერების ერთად თავმოყრისა და ამ ერთიანობის სცენაზე ხილვისა.

ქართული ხალხური სიმღერის სცენაზე გადატანით მეორეული ფოლკლორი წარმოიშვა. მის პარალელურად კი, მოგვიანებით-გასული საუკუნის 60-70 წლებში-აკადემიური საშემსრულებლო სტილი ჩამოყალიბდა.

Read Full Post »

Older Posts »

Wybie's

be careful what u write for

ნინის ბლოგი   ♥ ♥

ყველაზე თავისუფალი , ყველაზე ყველაზე ჩემებური ბლოგი <3

ლამაზმანი

ჩემი საყვარელი ფილმი

თეკოს ბლოგი

თანამედროვე კაცის ,,ჯიბის წიგნაკი"

maryalenn

სადაც ყოველთვის გელიან

tamunaberianidze

Just another WordPress.com site

poezia

Just another WordPress.com site

მაკოს ბლოგი

♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

თათიას ბლოგი ♥♥

მიყვარხართ და მიჩუქნია ეს სიყვარული თქვენთვის ! ♥

Olley

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას , შენი ცხოვრებაც ისე იქნება

Butterfly's Blog

... მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

My Blog

Just another WordPress.com site