Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘ლიტერატურა’ Category

 

 

1
– უკაცრავად. თქვენი სახელი?
– გოჩა.
– გვარი?
– ჩიფიკაშვილი.
– რამდენი წლისა ხარ, გოჩა?
– თექვსმეტის.
– შეყვარებული თუ გყავს?
– შეყვარებული?
– ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?
– რავი აბაა!
– რა ჰქვია?
– ვის?
– შენს შეყვარებულს.
– არ ვიცი.
– როგორ, სახელი არ იცი?
– არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.
– როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
– რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .

2
– მართა პირველი.
– ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!
– მართლაა!
– ძალიან მომწონს.
– უი, დიდი მადლობა.
– მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?
– უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.
– რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?
– არა, მე გათხოვილი ვარ!

3
– თქვენი სახელი?
– ჩემი?!
– დიახ.
– კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.
– თქვენ რომელი გირჩევნიათ?
– მეე, ნიკო.
– რა გვარი ბრძანდებით?
– ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.
– ცოლ-შვილი გყავთ?
– პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები.
– რას იტყვით, რა არის სიყვარული?
– არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?
– შვილების სიყვარულზე რას იტყვით?
– აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!
– ხომ ნახულობ?
– არა, ალიმენტ უგზავნი.

4
– რომელ კლასში ხარ ლადო?
– მეოთხეებში გადავდივარ.
– რა ნიშნები გყავს?
– რავიიი!
– შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?
– ორებს კი არა, ისაა.
– მაშ, რა ნიშნები გყავს?
– ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.
– რა გვარი ხარ?
– წიკლაური.
– შეყვარებული ხომ გყავს?
– შეყვარებული არა, ისაა!
– მე რომ მითხრეს ჰყავსო?
– არაფერიც.
– შენი კლასელია?
– ვინა?
– ის გოგო, შენ რომ გიყვარს.
– არავინაც არ მიყვარს.
– მე რომ მითხრეს?
– რა გითხრეს?
– ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.
– უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.
5
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
– მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.
– რა ასაკი.
– აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.
– თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .
– დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.
– მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?
– სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.
– მერე?
– მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.
– რატომ, არ გიყვარდათ?
– ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?
– მაინც?
– გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?
– მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?
– მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?
– გააჩნია, რა შემთხვევაში.
– ხომ გითხარი?
– რა მითხარით?
– ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.
– შერიგებას არ აპირებთ?
– ვისთან, იმასთან?!
– უკაცრავად.
– არაფერზე.
– და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?
– ვისზე ამბობთ?
– თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ცამოვიდოდა ჯარიდან.
– ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.
– მერე რა უთხარით?
– ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.
– რატომ?
– იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.
– მერე რა გაარკვიეთ?
– თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.
– და ვეღარ შეხვდით?
– მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.
– არ მოვიდა?
– ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.
– და აღარ გჯერათ?
– არავითარ შემთხვევაში.
– და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?
– რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს
6
– ბებოო?
– რაო, შვილო?
– სიყვარული რა არის?
– სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!
7
– ჩემი სახელია აპოლონი.
– გვარი?
– მღებრიშვილი.
– სად მუშაობთ?
– იქ.
– სად იქ?
– ნუ, რა საჭიროა?
– შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?
– ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.
8
– ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი.
არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს.
არ მწამს და მამკალ, აჰა!
9
მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.
ასე არ არის, მკითხველო?
სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:
– მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?
ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩასწვდება მის ბუნებას.
და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:
– დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.
ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!

 

Advertisements

Read Full Post »

 

  • გულის წყევლა არ შეიძლება, ბატონო, გულს მოფერება და სულის ბერვა უნდა, ცეცხლზე შემდგარი რძესავით.
  • სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი.ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან შესაწირავის მიტანა.
  • გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით.

  • მარადისობის კანონის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ … ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავვყოთ ერთმანეთის სული. თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ, არ დავვობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე…♥

 

Read Full Post »

” რა ამბავია? _ ჰკითხა ზღვამ ოთახში შესულ მზეს.
_ ადამიანი კვდება! _ უპასუხა მზემ.
_ ასე უბრალოდ კვდება და მეტი არაფერი? _ ჰკითხა გაკვირვებულმა ზღვამ.
_ ექიმებმა უკვე მიატოვეს.

_ თქვა მზემ და მხრები აიჩეჩა.
_ შენ ნუ მიატოვებ. _ უთხრა ზღვამ.
_ როგორ თუ მივატოვებ, ჩემი გაჩერება ვინ გაიგონა?! _ გაუკვირდა მზეს.
_ ნუ მიატოვებ _ გაუმეორა ზღვამ.
_ მე რას ვუშველი, კვდება, ესეც არ იყოს ადამიანებმა უკვე მიატოვეს.
_ შენ ადამიანებს რას უყურებ, ადამიანები ძალიან ხშირად და ადვილად ტოვებენ ერთმანეთს. შენ თუ არ მიატოვებ ადამიანი არ მოკვდება. ნუ მიატოვებ! _ სთხოვა ზღვამ მზეს ”

ავტორი ნოდარ დუმბაძე 

Read Full Post »

   ძალია მიყვარს წიგნების კითხვა . მართალია ამჟამად  კლასგარეშე ლიტერატურის კითხვის დრო ნაკლებად   მაქვს ხოლმე , მაგრამ ადამიანს რაც გიყვარს  და გაინტერესებს დროს ყოველთვის გამონახავ , იმისათვის რომ შენი სურვილები განახორციელო (ჩემს შემთხვევაში  ესაა წიგნის კითხვა ) .   საღამოობით როდესაც  გაკვეთილების მომზადებას მოვრჩები ხოლმე , ვიღებ ჩემთვის სასურველ წიგნს,  შევდივარ ჩემს ოთახში  და ვუდგები წიგნზე მუშაობას (კითხვას) თან ყოველთვის მაქვს რვეული და  ფანქარი , სადაც ვაკეთებ ამონაწერებს .

სულ ახლახან წავიკითხე შტეფან ცვაიგის – “მოუთმენლობა გულისა ”  სადაც ნაწარმოების მთავარი გმირი 25 წლის კავალერისტი ტონი ჰომფილერი. ავსტრიელი ღარიბი მოხელის ექვსშვილიან ოჯახში აღზრდილი ვაჯი სულ პატარა მიაბარეს სამხედრო სასწავლებელში,რადგან ოჯახს უჭირდა შვილების რჩენა. იგი მსახურობდა უნგრეთის საზღვართან მდებარე პატარა საგარნიზონო ქალაქში,სადაც ყველა ერთმანეთს იცნობდა.ორიოდე თვის შემდეგ ნაცნობმა აფთიაქარმა რეკომენდაცია გაუწია და ჰომფმილერი მიიპატიჯეს მდიდარი მემამულის – კეკეშფალვას ოჯახში. ტონის ასეთი სიმდიდრე არასდროს ენახა. ცეკვების დაწყებისას მან მოვალედ ჩათვალა თავი გაეწვია საცეკვაოდ მემამულის ქალიშვილი ედიტი ,რომელიც ოთახის კუთხეში მიმჯდარი იყო ხანდაზმულ ბანოვნებთან ერთად. ახალგაზრდა ოფიცრის მიპატიჯებაზე ქალიშვილს ისტერიული ქვითინი აუვარდა, რადგან ედიტი ინვალიდია  ……………..

ჩემი აზრით,შტეფან ცვაიგი არის ის  მამაკაცი მწერალი,რომელიც უნაკლოდ ჩასწვდა ქალის ფსიქოლოგიას.ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი თუ რამდენად არაჩვეულებრივი ნაწარმოებები აქვს. ბევრს აღარ ვისაუბრებ  დაა :)))

   აი ჩემი ამონაწერებიც :

•  ორნაირი თანაგრძნობა არსებობს: პირველი – სულმოკლე და სენტიმენტალური, რომელიც არსებითად სხვა არა არის რა, თუ არა მოუთმენლობა გულისა, ანუ ცდილობს, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს სხვისი უბედურებით გამოწვეული სიმძიმისგან. ეს თანაგრძნობა კი არა, სხვისი უბედურებისგან ინსტინქტური თავდაცვაა. მეორე – ჭეშმარიტი, არასენტიმენტალური, მაგრამ ქმედითი თანაგრძნობაა, რომელმაც იცის, რა უნდა და მზადაა ყველაფერს გაუძლოს, ვიდრე სასოება წაერთმეოდეს და მას შემდეგაც კი…

•ადამიანი მხოლოდ  მტვრის  ნამუსრევია და მის ნება-სურვილს ანგარიშს არავინ უწევს.

•ადამიანი  მხოლოდ მაშინ ავლენს  თავის შესაძლებლობებს , როდესაც  თავს ლაღად გრძნობს .

• გაცლებით მნიშვნელოვანი და გონივრულია იყო მდიდარი , ვიდრე მდიდრად გთვლიდნენ.

•საკუთარი თავის გარდა, ადამიანი ყველაფერს შეიძლება გაექცეს .

•ადამიანებს,როგორც ცნობილია,თავის მოტყუება უყვართ ხოლმე მოახლოებული საფრთხის წინაშე.ქვეშეცნეულად გრძნობენ საშიშროებას და ცდილობენ იმით მოიცილონ თავიდან,რომ არარსებულად,არარეალურად აცხადებენ.

•ყოველთვის როდი შეიძლება ერთმანეთში ავურიოთ ის,რაც გვსურს და რაც სინამდვილეში არსებობს.

•ვისაც ბევრი უამბნია,მას ბევრსაც მოუთხრობენ.

•ხშირად სიმამაცე სხვა არა არის რა,თუ არა სისუსტე უკუღმა პირიდან.

•თუ ერთხელაც  მასხარად აგიგდეს ამხანაგებმა,სამუდამოდ მასხარად რჩები.არა და არ დაივიწყებენ შენს მარცხს,შენდობას ნუ ელი.

•ვერანაირ დანაშაულს ვერ დაივიწებ , სანამ მის გამო სინდისი გქენჯნის.

Read Full Post »

    რა არის წიგნი? წიგნი აზრთა კრებულია, წიგნი ფაქტების გადმოცემის საშუალებაცაა, წიგნი ისაა, რისი წაკითხვაც შეიძლება. წიგნის საშუალებით ღრმავდება ცოდნა, ივსება აზროვნება, ფართოვდება შესაძლებლობები, იკვრება კავშირები, ყალიბდება ჭეშმარიტება. წიგნი კიდევ ისაა, რისი სრულად განსაზღვრებაც შეუძლებელია. წიგნი პატარა ცხოვრებაა, უკვე განვლილი ან მიმდინარე ცხოვრება, რომელსაც იმ ასოების ყოვლისშემძლე არმია ჰქმნის. ასოები კი თავის მხრივ, ერთიანდებიან უფრო მყარ და ჩამოყალიბებულ კავშირში, რომლებსაც ადამიანები სიტყვებს ვუწოდებთ. სიტყვას კი უდიდესი ძალა აქვს.
ესე იგი, რა ყოფილა წიგნი? წიგნი ყოფილა ის, რასაც ვაკვირდებით, ვსწავლობთ და რაც გვეხმარება ცხოვრებაში. რა შეიძლება ადამიანმა შეადაროს წიგნსი წიგნს ვერ შეედრება ვერც ფილმი და ვერც სპექტაკლი. წიგნი ერთადერთი სულიერია, რომელსაც უსულო საგნებს მივაკუთვნებთ. წიგნი ცოცხალი ორგანიზმია. თუ ეს ასე არ არის, მაშინ რით აიხსნება ის ფაქტი, რომ ყოველი წაკითხვისას ახალ აღმოჩენას ვაკეთებთი არ არსებობს ერთი წიგნი მეორედ წაკითხივსას ისევე აღიქვა, როგორც პირველჯერზე. წიგნი ცოცხალი ორგანიზმია.
ისეთივე ცოცხალი და ისეთივე შეუცნობელი, როგორიც ადამიანია. მხოლოდ ადამიანი თუ შეედრება წიგნს. ადამიანიც ხომ სხვადასხვა ჟანრისაა, ადამიანიც ხომ ყოველი წაკითხვისას და ყოველი მოქმედებისას სხვადასხვანაირად გვევლინება ადამიანსაც ხომ არ ყოფნის ერთი წაკითხვაი დიახ, ადამიანი იგივე წიგნია, წიგნი, რომლის ავტორიც გენიოსია, რომლის ავტორსაც უდიდესი შესაძლებლობები აქვს. სწორედ ადამიანია ნებისმიერი წიგნის შექმნის წინაპირობა, სწორედ ადამიანისთვის იქმნება ყოველი წიგნი, ისევე, როგორც ადამიანისთვის იქმნება ყოველივე ადამიანი..

ვტორი:TazZ

Read Full Post »

      ვაჟა-ფშაველას –  “სიმღერა”  ავტორი ლექსის პირველ ნახევარში საუბრობს თავის თავზე და სიმდიდრეზე , ის გვეუბნევა,  რომ შეუმოსავი და ფეხშიშველაა იმ თონეშია გამომცხვარი სადაც მისაებრ სხვა ბევრი გამომცხვარა მისი მოდგმა სიღარიბითაა ცნობილი ,  მაგრამ  ვაჟას თავისი თავი მდიდარი გონია . მას ეამაყება მთა ბარი, ვარსკვლავები, მთვარე, მისი სიყვარული შემოუსაზღვრელია . იგი ყველაზე და ყველაფერზეა შეყვარებული . ია ვარდი და პირიმზე კი მისთვის სამოთხედაა ქცეული.

ლექსის  მეორე ნახევარში ვაჟა საუბრობს თავის მოვალეობაზე თუ რა როლი აკისრია მას ერის წინაშე . ის თავის თავს “ხარს” ადარებს , რადგან ხარი ძლიერი შეუდრეკელი ბრძოლის უნარით აღსავსე ა, ავტორი ამბობს რომ მან ხარივით ხმამაღლა უნდა იყვიროს ხალხში თავისი სათქმელი . მისი გული პატრიორიზმით არის   აღვსილი  მას ძილშიაც არ ავიწყდება სამშობლოზე ფიქრი და  სულ იმას გაიძახის “ღმერთო სამშობლო მიცოცხლე” -ო! იგი მუდამ განიცდის ერის ტკივილს  და მათ გამო დიდად წუხს . ვაჟა კმაყოფილია იმით რაც აქვს და სხებსაც უზიარებს  , ის ყოველთვის  სიკეთეს ჩადის და არასოდეს არ უგვიანებს სიკეთეს არავის , ყოველთვის იქცევა ისე რომ სხვას გული არ ატკინოს !

აქედან დასკვნა : ავტორი მუდამ უნდა იყოს  ხარივით ძლიერი , უშიშარი თავის სათქმელს ყველასგან დაუფარავად უნდა ყვიროდეს ხალხში, ერის ტკივილს უნდა იზიარედეს , გასცემდეს სიკეთეს  და ბოლოს რაც მთავარია ძილშიაც არ უნდა ასვენებდეს სამშობლოზე ფიქრი!

Read Full Post »

  რეალიზმი,როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა , XIX  საუკუნის  30-იან  წლებში ყალიბდება , მთელი ამ საუკუნის განმავლობაში ვითარდება და მომდევნო საუკუნეშიც გადადის. ტერმინი”რეალიზმი” მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან “რეალის ” , რაც საგნობრივს ნამდვილს ნიშნავს .რეალობის, სინამდვილის ასახვა ამ ლიტერატურული მიმდინარეობის საპროგრამო მოთხოვნაა…

რეალიზმის ერთ-ერთი უპირველესი ნიშანი არა მარტო სინამდვილის ასახვა , არამედ მისი განალიზება, მიზეზშედეგობრივი კავშირის ძიებაა.სწორედ ამ ანალიტიკური ბუნების გამო უწოდებენ   XIX საუკუნეს ” კრიტიკულს”.

რეალისტები აღნიშნავდნენ , რომ ადამიანს , რომელიც გარემოს პროდუქტია , თავადაც შეუძლია აქტიური ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე.ადამიანზე დაკვირვება , გარემო პირობების შესწავლა და გამოსავალის ძებნა  XIX  საუკუნის რეალისტური მწერლობის  არსებითი ნიშან -თვისებაა. კრიტიკული რეალიზმი გვიჩვენებს , თუ როგორ იმსგავსებს ადამიანი  გარემო, ბოროტების სათავედ  კი საზოგადოების სოციალურ წყობად მიიჩნევს და გამოსავალს ადამიანის პირად თვისებაში-თავადის კეთილშობილებაში,გლეხის პატიოსნებაში, ინტელიგენტის უანგარებაში-ხედავს . საზოგადოებრივი ჰარმონიის დამყარება, კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელთა აზრით, მის თითოეული წევრის ნება-სურვილსა და მისწრაფებაზეა დამოკიდებული. თუმცა სამყაროს მხოლოდ ერთი ან ორი განსაკუთრებული პიროვნება ვერ გარდაქმნის  საჭიროა, საზოგადოების კავშირურთიერთობების მოჯადოებული წრე, სადაც გარემო პიროვნებაზე არის დამოკიდებული, ხოლო პიროვნება გარემოზე უნდა გაარღვიოს პიროვნება, რომელიც ამაღლდება გარემოზე და გარდაქმნის მას.

როგორ უნდა წარმოიშვას გარემოზე ამაღლებიული პიროვნება? კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენლებმა უმთავრესი როლი ადამიანის ზნეობრივ აღზრდას დააკისრეს. ზნეობრივ აღმზრდელად კი  XIX საუკუნის ბევრ გამოჩენილ რეალისტ მწერალს ქართული რელიგია ესახებოდა. საქართველოში რეალიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა   XIX  საუკუნის მეორე ნახევრიდან ყალიბდება. კრიტიკული რეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომსდგენლები არიან ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი.

Read Full Post »

Wybie's

be careful what u write for

ნინის ბლოგი   ♥ ♥

ყველაზე თავისუფალი , ყველაზე ყველაზე ჩემებური ბლოგი <3

ლამაზმანი

ჩემი საყვარელი ფილმი

თეკოს ბლოგი

თანამედროვე კაცის ,,ჯიბის წიგნაკი"

maryalenn

სადაც ყოველთვის გელიან

tamunaberianidze

Just another WordPress.com site

poezia

Just another WordPress.com site

მაკოს ბლოგი

♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

მუსიკოსის ბლოგი

"ტაში, მეგობრებო! კომედია დასრულებულია" - ბეთჰოვენი (უკანასკნელი ფრაზა)

თათიას ბლოგი ♥♥

მიყვარხართ და მიჩუქნია ეს სიყვარული თქვენთვის ! ♥

Olley

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას , შენი ცხოვრებაც ისე იქნება

Butterfly's Blog

... მშვიდი ცურვა ეიფორიაში...