პოეტი შეიძლება დაიბადოს ყველგან.
პოეტი შეიძლება დაიბადოს საქართველოში.
პოეტი შეიძლება იყოს კაცი, ან ქალი,
მაგრამ ის არარის არც კაცი, არ ცქალი,
ის პოეტია.
პოეტი შეუძლებელია იყოს პატრიოტი,
პოეტს შეუძლებელია არ უყვარდეს სამშობლო.
პოეტს შეუძლებელია არ უყვარდეს
პოეტს არავინ და არაფერი უყვარს თავისთვის,
პოეტს უბრალოდ უყვარს და ეს მათთვისაა.
პოეტი შეუძლებელია ჩაიკეტოს ეროვნებაში,
პოეტი შეუძლებელია ჩაიკეტოს რელიგიაში.
პოეტი შეუძლებელია ჩაიკეტო სსქესში.
პოეტი შეუძლებელია ჩაიკეტოს წარმოდგენებში,
პოეტი წარმოუდგენელია.
პოეტი შეუძლებელია ჩაიკეტოს.
პოეტს არიზიდავ სქალაქი,
პოეტი ნამდვილი მოქალაქეა.
პოეტი იცნობს ყველას,
პოეტს არავინ იცნობს.
პოეტი არარის მეოცნებე,
პოეტი არარის მისტიკოსი,
პოეტი არარის შეშლილი,
პოეტი ჭეშმარიტი რეალისტია,
პოეტი ჯადოქარია.
პოეტი მაგიაა.
მშვიდობიან დროს პოეტი მებრძოლია.
ომის დროს პოეტი მედდაა,
მშვიდობის მყოფელი.
პოეტი შეუძლებელია სადმე მუშაობდეს,
პოეტი სულმუშაობს.
პოეტი შეუძლებელია სადმე იყოს,
პოეტი შეუძლებელია სადმე არ იყოს.
მისი ფიქრი ელვას გავს,
ხან იქარის, ხანაქ.
პოეტს შეუძლებელია ჰქონდეს საკუთრება,
საკუთრება პოეტის ციხეა.
თუმას მაინც სურს საკუთრება –
სასწრაფოდ გადავიდეს პროზაში.
პოეტი ობივატელებს უპასუხისმგებლო ჰგონიათ,
პოეტი პასუხისმგებლობი სგარეთ დგას,
პოეტი ყველაფერზე გრძნობს პასუხისმგებლობას.
პოეტი უპასუხიმგებლოა.
პოეტმა არიცის კონვენციური მორალი,
პოეტი ამორალურია.
პოეტს, მკვდარ, გარესამყაროში დამკვდარბუნებაში
შეაქვს ცოცხალი მორალი.
პოეტს მკვდარ სოციალურმორალში
შეაქვს ცოცხალი ბუნება.
არაფერია ამქვეყნად პოეტზე მორალური,
თუ მას არ შეუძლია იყოს ასეთი – გადავიდეს პროზაში.
პოეტი ახალგაზრდობაში ბებერია,
სიბერეში ახალგაზრდა.
პოეტი შეუძლებელ ა ითმენდეს უსამართლობას,
პოეტი მოუთმენელია.
პოეტი შეუძლებელია არ ითმენდეს ადამიანის
სისუტეებს,
პოეტი უსაზღვროდ მომთმენია,
თუ იგივე რითმენსად ამიანების სისუსტეებს
დააღელვებს იგი –
გადავიდეს პროზაში,
ანგახდეს დეპუტატი.
პოეტი მოქმედებს კულტურაში.
პოეტი მოქმედებს კულტურიდან.
პოეტი კულტურის გმირია.
პოეტი არ კვდება.
პოეტი ცნობიერად გადადის ისტორიაში.
პოეტს არ ეშინია პათეტიკის,
პოეტს არაფრის ეშინია, გარდა საკუთარი თავის.
პოეტსარშეიძლებაარუყვარდესქრისტე,
რომელ რელიგიაშიც არ უნდა მოვიდეს იგი,
როგორც პოეტი.
პოეტი ორდენისწევრია, რომლის წევრების
დიდი უმრავლესობაც
ისტორიიდა ნმოქმედებს.
პოეტმა იცის ორდენი სსამოქმედო გეგმა და წესები,
პოეტი იცნობს ორდენის წევრებს.
ორდენის წევრები იცნობენ მას და ეხმარებიან.
ორდენი თეთრია და ჯვარცმული პოეტი მიუძღვის,
თუ პოეტს არ უყვარს ქრისტე, სასწრაფოს გადავიდეს ჟურნალისტიკაში და
გააკეთოს “ბლოგი”
პოეტის საკუთარგამოუთქმელ სიღრმეებში ღმერთს გავს,
ღმერთი კი პოეტს.
ღმერთი პოეტია, პოეტი – ღმერთი.
პოეტი შეუძლებელია დღეს არ იყოს,
პოეტი დღეს შეუძლებელია.
ავტორი:რატი ამაღლობელი
ძალიან მომეწონა.სრული სიმართლეა 🙂
au magrad momwoons , magaria dzalian
პოეტს არიზიდავ სქალაქი,
პოეტი ნამდვილი მოქალაქეა.
პოეტი იცნობს ყველას,
პოეტს არავინ იცნობს.
პოეტები სულ არსებობენ და იარსებებენ ყოველთვის,, კარგია :*
getanxmebi… upoetot da uleqsod ver warmogvidgeniaa veraferii .. :* :*
ამ ტექსტის ავტორი რატი ამაღლობელი _ ვერსად ამოვიკითხე 🙂
samwuxarod ar vicodi avtori vin iyoo…madloba avtors aucileblad mivawer 🙂
ლექსი კი ძალიან მომწონს 🙂
თათი დიდი მადლობა, ასეთი მნიშვნელოვანი პოსტები ჩვენამდე რომ მოგაქ :*:*
კარგია მომეწონა. +1
wow dzalian momwons :*
dzaaan magariaa .. momewonaa ♥♥ :* :* :* saagol taaatii :* 🙂
მადლობა რატის , მე არა 😉 🙂