Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for იანვარი 31st, 2012

რა არის პოეზია?

                      ,,პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევა კაცთა, ღვთივ რჩეულთა’’

                                                                                                                                                              /ილია/

 და მაინც რა არის პოეზიამე სულის მდგომარეობა უფრო მგონია, რომელსაც სიტყვიერი გამოხატულება აქვსროგორ?…. ან როგორი უნდა იყოს? ვინ იცის? ვინ იტყვის?… ვინ დასვამს ,,დიაგნოზს’’?..

  ,,სიბრძნის დარგია’’? როგორც ამას რუსთველი გვეუბნება, თუ ,,მოვარდნილი მეწყერია’’? როგორც ამას ტიციანი უწოდებს?…. ან იქნებ?…

რაზე ვკამათობთ ფორმაზე თუ სულზე?…. და ვინ მეტყვის, რომ ვთქვათ, ნიკო ლორთქიფანიძის ,,თავსაფრინი დედაკაცი’’ პოეზია არაა?… დავთქვათ, ეს  კი არის: ,,პეტრე,პავლე, ივანე, რატომ დაიგვიანე? აბანოში ვიყავი, ცხვირი გავიპრიალე’’….

  ყველაფერს თავისი ფორმა აქვსმათ შორის ლექსსაცდა ღვთივ ბოძებული ნიჭი სწორედაც რომ მის შექმნასაც უნდადა დავეთანხმები, იმ აზრსაც, რომ ნიჭთან ერთად ცოდნა და შრომაც სჭირდება…. როგორც ყოველგვარ საქმეს ამ ქვეყნად…. და მაინც რა არის პოეზია?…

  პოეზია სულის მდგომარეობააგახსოვთ, ლეონიძე რას წერს ,,ნატვრის ხეში’’? ,,პოეტები მხოლოდ ქაღალდზე რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან. პოეტური თვალით, პოეტური გულით და დიდი ოცნებით გასხივოსნებული სხვაც ბევრი დადის ამ ქვეყანაზეო’’ და განა, თავად ეს მოთხრობა და მთელი ეს კრებული ამ აზრის დადასტურება არ არის?….

   მე სიტყვის მძებნელი ვარ…. მთელი ცხოვრება სიტყვას დავეძებ და ვსწავლობ …. და ,,ვცდილობ’’ სხვასაც ვასწავლომასწავლებელი ვარ და იმიტომ…. და ამ ძებნაში ერთ რამეს მივხვდიწერის სწავლა ყველას შეუძლიახმელმა ხემაც შეიძლება, კარგი ოსტატის ხელში, ნედლივით ყვავილი მოისხას….მაგრამ …. რუსთველისა არ იყო, ,,მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვინნი ვერ მიხვდებიან,/ ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან’’….

   საღმრთო სიყვარულში ხომ ნებისმიერი სიყვარული და მათ შორის სიტყვის, პოეზიის სიყვარულიც შეიძლება მოვიაზროთ,რომელსაც მხოლოდ გულთა მხილავი და არა ,,ხელმარჯვედ ჩოგნის მხმარებელი’’ შესწვდებათუმცა ,,ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად’’….

   რა არის პოეზია?.. და მაინცდა ისევსულის მდგმარეობაახოლო მისი სიტყვაში განსხეულება კი უკვე საქმეა ნიჭის, ვნების, ცოდნის, გემოვნებისა და კიდევ ენით უთქმელისა, რასაც მე აქ გულთამხილაობას დავარქმევდი…..

 

 

Read Full Post »

ნინის ბლოგი   ♥ ♥

ყველაზე თავისუფალი , ყველაზე ყველაზე ჩემებური ბლოგი <3

ლამაზმანი

ჩემი საყვარელი ფილმი

თეკოს ბლოგი

თანამედროვე კაცის ,,ჯიბის წიგნაკი"

tamunaberianidze

Just another WordPress.com site

poezia

Just another WordPress.com site

მაკოს ბლოგი

♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

თათიას ბლოგი ♥♥

მიყვარხართ და მიჩუქნია ეს სიყვარული თქვენთვის ! ♥

Olley

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას , შენი ცხოვრებაც ისე იქნება

My Blog

Just another WordPress.com site

Marrieqotolashvili's Blog

Just another WordPress.com site

ბლოგი, რომელსაც უყვარხართ !

სამყაროს რომელიღაც წერტილში ალბათ მეორდება ყველა ის შემთხვევა, ყველა ის მოძრაობა, ყველა ის სიტყვა და ყველა ის განცდა, რომელთაც დედამიწაზე ვხვდებით. დედამიწა მეორდება..